გიჟმანტასი ქართველ ხალხს კვლავ შეურაცხყოფს
ლიტვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გიჟმანტას პავილიონისი ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს კვლავ შეურაცხყოფს, “ქართულ ოცნებას” -” ქართულ კოშმარს” უწოდებს და ხელისუფლების მიერ “პეკინისა და მოსკოვისთვის კარის გაღებაზე ” წუხს.
- „ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ იმავე დღეებში ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ტრანსატლანტიკური ოჯახის სხვა მეგობრული დედაქალაქების კარს ხურავს, სადაც ქართველი ერი ყოფნას ნამდვილად იმსახურებს“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.