12 სექტემბერი 2024

რომ არა პუტინის დახმარება, “დემოკრატიული “დასავლეთი სერბეთის პრეზიდენტის დამხობას გეგმავდა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა  განაცხადა, რომ  იგი რუსეთის დაზვერვამ სერბეთში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შესახებ გააფრთხილა.

სერბულმა პორტალმა Novosti-მ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა პრეზიდენტი  ვუჩიჩი სერბეთში მასობრივი არეულობის მომზადების შესახებ, რომლის მიზანი  სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანაში კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო.

პროდასავლური ძალები სერბეთში გადატრიალების განხორციელებას გეგმავდნენ, წერს Anadolu. ამის შესახებ რუსულმა დაზვერვამ ბელგრადი გააფრთხილა.

  • „ისინი, ვინც რაღაცის მიღწევაზე ოცნებობს, ვერაფერს მიაღწევენ, სერბეთი წინ მიიწევს და მისი გაჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.