ტაკერ კარლსონი ვარაუდობს,რომ ბაიდენი უკვე მკვდარია

ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად მომუშავე თვითმავალი ბაბუ, ჯო ბაიდენი მომაკვდავი ან უკვე გარდაცვლილია, რადგან ის მოულოდნელად გაუჩინარდა და საარჩევნო რბოლა აღარ გააგრძელა. კარლსონის თქმით, მის გარშემო მყოფები გულმოდგინედ მალავენ ფაქტს, რაც რეალურად გადახდა მათ პრეზიდენტს.
მისი თქმით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა აცნობა ლას-ვეგასის სამართალდამცავებს ბაიდენთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ და სთხოვა, გადაეკეტათ ქუჩები, რათა სასწრაფოდ გადაეყვანათ იგი კლინიკაში.
- “როგორც ჩანს, პოლიციის განყოფილებაში გავრცელდა ჭორები, რომ ჯო ბაიდენი კვდებოდა. ან შესაძლოა უკვე გარდაცვლილი. იმის გათვალისწინებით, რომ ჯო ბაიდენი რამდენიმე დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა და საკუთარი ნებით გამოვარდა რბოლიდან “, – დაწერა კარლსონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ადრე ჯო ბაიდენმა კოვიდზე დადებითი ტესტი ჩააბარა, რის შემდეგ ის იზოლირებულ იქნა საკუთარ რეზიდენციაში. უშუალოდ ბაიდენს განცხადება საპრეზიდენტო მარათონიდან ჩახსნის შესახებ არ გაუკეთებია. ასევე ვრცელდება საეჭვო დოკუმენტი, სადაც მისი ხელმოწერა აშკარად გაყალბებულია.