11 ნოემბერი 2024

ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა- გამაერთიანებელი!

მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა- გამაერთიანებელი! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში, ყველასთვის გზა დაგვილოცია „ქართული ოცნების“ გარდა, – ამის შესახებ „ერთიანობის” ლიდერმა , “ეკოლოგიურ კატასტროფაში მოყოლილმა ყვავმა”, (ავტ. რეზო ამაშუკელი) გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

.„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გაერთიანება, ბლოკი „ერთიანობა“, რომელშიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ძალიან საინტერესო ახალი ადამიანები და ჩვენი ამოცანა არის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ევროკავშირმა რუსეთისკენ მისწრაფებებზე, გაიმარჯვოს ერთიანობამ დაპირისპირებაზე, გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ სუსტ, დაჩაჩანაკებულ საქართველოზე, გაიმარჯვოს ემიგრანტების დაბრუნებამ ქვეყნიდან ადამიანების წასვლაზე, გაიმარჯვოს დემოგრაფიულმა წინსვლამ დემოგრაფიულ კატასტროფაზე.

ეს არის ჩვენი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობის იდეით მივალთ აბსოლუტურად ყველა ოჯახში და ავანთებთ იმ ძლიერ ცეცხლს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გააერთიანებს საქართველოს.

რაც შეეხება სხვებს, ეს მათი საქმეა, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საკითხებში, ყველასთვის გზა დაგვილოცია „ქართული ოცნების“ გარდა, რომელსაც რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო.

ჩვენ ხომ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ, თქვენც გინდათ, რომ ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეთ, რომ თქვენი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული იყოს, რომ სამუშაო ადგილი არავის არ უჭირდეს. ეს არის ევროკავშირი და ამას გვართმევს „ქართული ოცნება“. მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა – გამაერთიანებელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში“, – განაცხადა ვაშაძემ.