23 იანვარი 2025

პრემიერი: არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა”

ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ასე აფასებს პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

  • იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ რაღაცნაირად მოახერხოს მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია შედარებით მეტმა „ნაცმოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი.
  • ამიტომ მოუწოდებს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა „ნაციონალებს“, როგორებიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. სურთ, მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, ამისთვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელიც ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.
  • ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – აღნიშნა კობახიძემ.