11 ნოემბერი 2024

ამერიკელი “ძერმოკრატია”: სენატორი FARA-ს კანონის მიხედვით დამნაშავედ ცნეს

რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. დემოკრატი სენატორი ნიუ ჯერსიდან, რობერტ მენენდესი უცხოურ აგენტობასთან“ დაკავშირებით დამნაშავედ ცნეს.

„ბობ მენენდესის „უცხოურ აგენტობასთან“ დაკავშირებით გასამართლებამ შეიძლება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კანონის აღდგენის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის ხანგრძლივი საბრალდებო სტრატეგია განამტკიცოს, რათა აშშ-ში უცხოური გავლენა შეზღუდოს.

ბობ მენენდესს ბრალი 2023 წელს ქრთამის აღების საქმეზე წაუყენეს, ხოლო მიმდინარე წლის მარტში, პროკურორებმა მეოთხე დამატებითი ბრალდება წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც მენენდესი პოლიტიკური საქმიანობის შესრულებისას აშშ-ში ეგვიპტის მთავრობისა და ეგვიპტის ოფიციალური პირების აგენტად მოქმედებდა.

მენენდესამდე არც ერთი ამერიკელი სენატორისთვის არ წაუყენებიათ ბრალი ან გაუსამართლებიათ 18 USC § 219 კანონის მიხედვით, რომელიც საჯარო მოხელეების უცხოურ აგენტებად მოქმედებას კრძალავს“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კანონი, რომლის დარღვევისთვისაც მენენდესი გაასამართლეს, „საჯარო მოხელეების უცხოური სუბიექტის აგენტებად მოქმედებას კრძალავს, რომლებიც უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაბამისად უნდა დარეგისტრირდნენ ან ლობისტის, რომელიც 1995 წლის ლობირების გასაჯაროების აქტის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს, უცხოური სუბიექტის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით“.

ამჟამად, იუსტიციის დეპარტამენტის FARA-ს მონაცემთა ბაზაში 514 აქტიური სუბიექტია დარეგისტრირებული.

იუსტიციის დეპარტამენტი ბრალდებას, რომლითაც მენენდესი გაასამართლეს, ასახელებს, როგორც „FARA-სთან დაკავშირებულ“ სტატუტს, რადგან იგი ამ კანონისგან ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით განსხვავდება“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყოფილი პროკურორი, ბარბარა მაკქუადი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გააგრძელებს FARA-ს გამოყენებას, როგორც ინსტრუმენტის, იმ მიზნით, რომ „უცხოურ აგენტებს, რომლებიც თავიანთი გეგმების განხორციელებას მარიონეტების გამოყენებით ცდილობენ, პასუხისმგებლობა დააკისროს“.