11 ნოემბერი 2024

ამერიკული ბოდვა: ტრამპის მკვლელობის შეკვეთა ირანიდან მოდის

აშშ-ის სპეცსამსახურების “ორი კურდღლის” გეგემა- მოეკლათ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი , მკვლელობა ირანისთვის დაებრალებინთ და შემდგომ, შურისძების მიზნით მის მიმართ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინათ, ჩაფლავდა.

აშშ-ის ხელისუფლებამ თითქოსდა მოიპოვა საიდუმლო ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ, რამაც განაპირობა ის, რომ საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, – ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც შაბათს ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადა, აღნიშნულ საიდუმლო გეგმასთან დაკავშირებული იყო.

გაეროში ირანის მისიამ ბრალდებები უარყო და უსაფუძვლო და მავნე ბრალდებებად შეაფასა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ დროისთვის თომას მეთიუ კრუკსსა და ვინმე სხვა პირს შორის კავშირი დადგენილი არ არის. რაც შეეხება ირანის მხრიდან საფრთხეს, მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ადევნებენ თვალყურს ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ირანის მხრიდან მუქარებს.

  • ეს მუქარები მომდინარეობს ირანის სურვილიდან, შური იძიოს ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმაღლესი პრიორიტეტული საკითხი“, – განმარტა ედრიენ უოტსონმა.

მკვლელობის რუსეთისათვის დაბრალება უტოპია იქნებოდა, რადგან მათივე მტკიცებით “ტრამპი რუსეთის კაცია.”