ეროვნული ინტერესების ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის!
გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა – ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა.
- „გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი [ირაკლი რუხაძე] ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
- ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.
- ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის,“ – წერს გახარია.
ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.