15 თებერვალი 2025

მახაჩა: ნაცებიც დაწყნარდებიან იაპონური კასტრირებული კატებივით და ჩვენც ამოვისუნთქავთ

იაპონიაში ესეთი ტელეარხიაა “მიაუTV”. ეს არხი გათვლილია კატებზე.
მასზე მუდმივად გადის ფერადი თევზების ლივლივი, ჩიტების ჭიკჭიკი, თააგუნების წრუწუნი და ახლავს სპეციფიური ხმები, რაც კატების სმენას სიამოვნებს. აღნიშნული არხით სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი დღე სამსახურში არიან და სურთ რომ მათი ფაფუკი ოთხფეხა მეგობარი არ იყოს მოწყენილი და არაფერი გააფუჭოს………
.

დაახლოებით ამდაგვარი შინაარსის არხი რომ გავაკეთოთ მიშისტებისთვის, სადაც მიშა კვლავ პრეზიდენტია, ბაჩო კვლავ მთავარი მეციხოვნე, ვერონიკა -ეკონომისტი, ვანო- ხერხემალი, ადეიშვილი -ტვინი, შაშკინი- მეომარი, სოფო ნიჟარაძე -მონსერატ კაბალიე, ნუგზარ წიკლაური -საოხრე…… სადაც, მუდმივად მიშას გამოსვლებია ნულოვან ტოლერანტობაზე, რა კეთილი თვალები აქვს პუტინს, ლაზიკას მშენებლობაზე ვზეიმობთ რუსეთის დამარცხებას ………..

დაიკლებს ნაცმაცუნების აგრესია. ისენიც დაწყნარდებიან იაპონური კასტრირებული კატებივით და ჩვენც ამოვისუნთქავთ სავარაუდოდ 12 პუნქტიდან ყველზე შეუსრულებელი -“გიყვარდეს ღნაცი შენი” შესრულებადი გახდება და მაქიდან კი ერთი ნაბიჯიღაა კანდიდატის სტატუსამდე …)

მალხაზ თოფურია