11 ნოემბერი 2024

სიცრუეა, თითქოსდა, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება აპოლიტიკური იყო!

მმართველი გუნდი, მიმდინარე კვირას, დიდი ალბათობით პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. გიორგი გაბიტაშვილი წლებია, რაც პროკურორია და უმწიკვლო რეპუტაცია აქვს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • „გიორგი გაბიტაშვილი მაღალი დონის პროფესიონალია. ამაში ჩვენ და მთელი საზოგადოება დავრწმუნდით მაშინ, როდესაც საჯაროდ, უპრეცედენტო ღიაობით მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი.
  • მართლაც ვნახეთ, რომ კანდიდატურა, რომელიც საპროკურორო საბჭომ შეარჩია, უკონკურენტო იყო. მისი პასუხები, პოზიციონირება შეესაბამება მხოლოდ პროფესიონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, მის ცოდნას, გამოცდილებას.
  • სწორედ ასეთ კადრზე ხდება აქცენტირება. ეს ადამიანი მთელი ცხოვრება აპოლიტიკური იყო, არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს მისსა და სახელისუფლებო შტოსთან ან წარმომადგენელთან კავშირზე.
  • ამ კომპონენტებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისათვის, გიორგი გაბიტაშვილი 2009 წლიდან -2013 წლამდე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად მუშაობდა და არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს 2011 წლის 26 მაისს დილით ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მიერ 24-წევრიანი ჯგუფის დაკავების არსებული გადაცდომების შესახებ, ვერ ხედავდა პოლიცილების მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს ვერანაირ გადაცდომას.

ცნობისათვის, მამა- აკაკი გაბიტაშვილი 2008-2012 წწ მუშაობდა გლდანის მე-8 საპყრობილის სამეურნეო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე და იმ წლებში იქ განსახლებულ მსჯავრდებულებს , გარდა სხვა ” სიკეთეებთან” ერთად, კარგად უნდა ახსოვდეს სასჯელის მოხდის პირობები, დაძონილი ლეიბები, უახრისხო საკვები, არასკამარისი საკვები ინვენტარი და ა.შ.

თავის მხრივ, რეკომენდატორი ბატონი გივი მიქნაძე, რომელმაც 2004-2005 წლებში ” წარმატებით ” ჩაატარა ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ – ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში და საზოგადოებამ კარგად იხილა 2012 წელს “რეფორმის” ხასიათი. ბატონი მიქანაძე 2005 წელს ასევე იყო ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ – პროექტის დირექტორი, რაც არ საჭირობეს ზედემეტ კითხვებს მისი “გადამზადებულების” ხარისხის შესახებ.

თუმც, რა გასაკვირია 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრების- ეკა ტყეშელაშვილის, ნიკა გვარამიას და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს – გივი მიქანაძეს, დღეს სხვა პოზიცია გააჩნდეს.

ფოტოზე 2011 წლის 26 მაისის სპეცოპერაციის დროს მცხეთის შს იზოლატორში დაკავებული და სასტიკად ნაცემი მონაწილე ნიკა გოგუაძე