მიზანმიმართულად ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციური სცენარების დაფინანსება

სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელშიც ქვეყნის მოღალატეები, მტრები არიან და სხვა ძალისგან იმართებიან. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.
- „როგორ შეიძლება კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. საკუთარ ქვეყანაზე, საქართველოზეა საუბარი, თითქოს კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით.
- ის უბრალოდ წარმოადგენს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის მოღალატეები, მტრები არიან და სხვა ძალისგან იმართება. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ. ყველა ერთ პლატფორმაზე ჰყავთ შეყრილი. შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვათ, მაგრამ სინამდვილეში ყველანი ერთნი არიან.
- როგორ შეიძლება ადამიანი გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდეს. თუ რაიმე არ გაქვს დასამალი და თუ რაიმე სიბინძურეში არ ხარ, რატომაა პრობლემა გამჭვირვალობა?
- რატომ შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას ის, რომ წლის განმავლობაში ერთხელ შეავსო დეკლარაცია, საზოგადოებას წარუდგინო ინფორმაცია, ვისგან მიიღე დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება.
- თუმცა ეჭვები რაც გვაქვს, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციური სცენარების დაფინანსება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, პოლარიზაციის გაღვივება;
- ის, რაც საქართველოში ხდება, დაპირისპირება, პოლარიზაცია – ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის დამსახურება, ვინც ასეთ ორგანიზაციებს აფინანსებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.