ერნსტ პიტერ ფიშერი – გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს
გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
- „როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ, რომელიც შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო.
- საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ახლა ეს ევროკავშირის პოლიტიკაა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეიძლება ყველაფერი სრულიად განსხვავებულად იყოს, ჩვენ შეიძლება წინ ძალიან სწრაფად მივდიოდეთ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.
- რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი.
- ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის.
- ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ“, – აღნიშნა ფიშერმა.