“დებიძინიზაციამდე” საქართველო ევროკავშირიში ვერ გაწევრიანდება
27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
სხვაგვარად, ელჩის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა არ გაიწვევს ე.წ. რუსულ კანონს და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს კვლავ არ მიცემს უფლებას “სტრატეგიული პარტნიორების” დაკვეთის შესასრულებლად დაამხონ ხელისუფლება, ოქტომბრის არჩევნებამდე არ შექმნის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას, არ ჩაერთვება რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში უკრაინის მხარეს, არ გაათავისუფლებს დიქტატორ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობისგან , არ მოახდენს “დებიძინიზაციას”- საქართველოს არ აქვს შანსი ევროკავშირში გაწევრიანების.
- „, სამწუხაროდ, ბოლო დროს ნეგატიური მოვლენების განვითარება ვნახეთ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და ევროკავშირისა და ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელება.
- გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ნათლად განაცხადეს. თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია.
- 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისინი მომავალი პერიოდის სტრატეგიულ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ევროკავშირი და საით მივდივართ. ისინი ჩვენი მომავალი ინსტიტუციური ლიდერების ვინაობაზე შეთანხმდნენ, რომლებიც პარლამენტმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს.
- ეს მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად მოხდა. შეთანხმება ძალიან სწრაფად იქნა მიღწეული, ისინი შეთანხმდნენ და უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ასევე, ამ საკვანძო გადაწყვეტილებებს შორის ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ.
- ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია – ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც.