ფიცო: რომ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორბანთან ერთად პუტინს მეც ვეწვეოდი
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტო ფიცო მკვლელობის მცდელობის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში, იუწყება Dennik Posto. ფიცო მივიდა ცერემონიალზე, რომელიც აღნიშნავდა განმანათლებელთა წმინდა კირილესა და მეთოდეს ჩამოსვლას დიდ მორავიაში.
- “ჩვენ უნდა ავაშენოთ დამცავი კედელი პროგრესული და ლიბერალური იდეოლოგიისგან, რომელიც კიბოსავით ვრცელდება“, – თქვა ფიცომ.
პოლიტიკოსი ჯერ კიდევ აგრძელებს მკურნალობას. მან თქვა, რომ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად რუსეთს ესტუმრებოდა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა 15 მაისს ქალაქ განდლოვაში განხორციელდა. მას ამერიკელების დაკვეთით ქუჩაში 71 წლის მწერალმა იურაჯ ცინტულამ ესროლა.