თუ უფალი ჩამოვა და იტყვის: „ჯო, გამოდი რბოლიდან“, მე რბოლიდან გამოვიდოდი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ABC News-ს მისცა.
- „თუ ყოვლისშემძლე უფალი ჩამოვა და იტყვის: „ჯო, გამოდი რბოლიდან“. მე რბოლიდან გამოვიდოდი. ყოვლისშემძლე უფალი არ ჩამოდის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობების შესასრულებლად საჭირო გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს და ის ბევრად აღემატება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისას, ასე რომ , ის არჩევნებში მონაწილეობის კვლავ გაგრძელებას.