მილერი: ეს საქართველოს მთავრობის ქცევის სამწუხარო შაბლონია

ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ ალან მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
- „რა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ ნებისმიერ დევნას, სწორედ ამას ვამბობთ ამდენი ხანი.
- ეს არგუმენტი მოვიყვანეთ ამ კანონის მიღების დროს, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის.
- ეს საქართველოს მთავრობის ქცევის სამწუხარო შაბლონია და ამის შეცვლისკენ მოვუწოდებთ”, – განაცხადა მილერმა.