ერდოღანი: დასავლეთი, აშშ-ს მეთაურობით, განუზომლად უტევს რუსეთს

რუსეთი წინააღმდეგობას უწევს დასავლეთს, რომელიც მას უტევს, განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს უზბეკეთიდან დაბრუნების შემდეგ თვითმფრინავში.
- “რუსეთი არ არის ჩვეულებრივი სახელმწიფო, ის ძლიერი სახელმწიფოა. რა თქმა უნდა, დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, თითქმის შეუზღუდავად უტევს რუსეთს. ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას უწევს”, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი თავის მხრივ ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ „გახსნას მშვიდობის დერეფანი“.