საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" შოლცი:კრიტიკოსებმა ვერ დამარწმუნეს უარი მეთქვა პუტინთან დიალოგზე – თბილისი 24
20 მაისი 2024

შოლცი:კრიტიკოსებმა ვერ დამარწმუნეს უარი მეთქვა პუტინთან დიალოგზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  RDN-სთან საუბარში განაცხადა, რომ კრიტიკოსებმა ვერ დაარწმუნეს იგი უარი ეთქვა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან დიალოგზე.

“მე არ მივეცი უფლება რაიმე კრიტიკას ხელი შეეშალა რუსეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციაში, რაც ხშირად ხდებოდა ხანგრძლივი სატელეფონო საუბრების სახით“, -განაცხადა მან.

ამასთან, კანცლერმა დასძინა, რომ ახლა შეუძლებლად მიაჩნია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა.

“ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს და მშვიდობა დადგეს. ეს არის ჩემი ყველა მოლაპარაკების საგანი რუსეთის პრეზიდენტთან”, – თქვა მან.

შოლცის თქმით, ის მოსკოვს თებერვალში ეწვია და ამ შეხვედრაზე პუტინმა მოითხოვა, რომ „უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი რაკეტები, რომლებიც რუსეთს დაემუქრებოდა“ და რომ  გამორიცხული იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ გრძნობდა გერმანიის კანცლერის სურვილს გამოენახა საერთო ენა რუსეთის ლიდერთან და რომ მან შეცვალა პოზიცია პუტინის მიმართ. გერმანიის მთავრობამ უარყო ეს განცხადება უარყო.

რუსეთი უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციას 24 თებერვლიდან ახორციელებს. ვლადიმერ პუტინმა მის ამოცანას “ადამიანების დაცვა უწოდა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში  ბულინგის და გენოციდს ექვემდებარებოდნენ კიევის რეჟიმის მიერ “.

პრეზიდენტის თქმით, ოპერაციის საბოლოო მიზანია დონბასის გათავისუფლება და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების შექმნა.