საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" აკაკი(კაკო)ბობოხიძე: ნაციონალური მოძრაობა უსახურ, უიდეოლოგო პარტიად გადაიქცა! – თბილისი 24
20 მაისი 2024

აკაკი(კაკო)ბობოხიძე: ნაციონალური მოძრაობა უსახურ, უიდეოლოგო პარტიად გადაიქცა!

ნაცმოძრაობის ნახევარძმა, პარტია„ევროპული საქართველოს“ გენმდივნი, აკაკი (კაკო) ბობოხიძე, მშობლიურ  „ნაციონალური მოძრაობას“ უსახურ და უიდეოლოგიო პარტიად მოიხსენიებს.

  • „სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენმა გასვლამ არა თუ დაასუსტა, არამედ საერთოდ უსახურ, უიდეოლოგო პარტიად გადაიქცა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებების ადამიანები არიან შეკრებილი. დღეს ბრძოლა მიდის მხოლოდ, ვინ იქნება პარტიის სათავეებთან. ოპოზიციაში ყველაზე მაღალრეიტინგული პარტიაა, ოღონდ უბედურებაა, რომ ყველაზე რეიტინგულ პარტიას არ აქვს იდეოლოგიური და ღირებულებითი საფუძველი, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის საფუძველი აქვს და დღეს „ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის ბიძინა ივანიშვილის შესაცვლელად, ბიძინა ივანიშვილის მეთოდებითვე” – აცხადებს  საქართველოს შვიდი მოწვევის პარლამენტის წევრი, იმერეთის მხარის ორგზის გუბერნატორი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი , მრავალ პარტია და დროება გამოვლილი , ამაგდარი პოლიტიკოსი.

p.s. შავ-თეთრი ფოტო თქვენთვის არ გაგვიდიდებია, არ გვიწყინოთ, სააგენტოს სტილია, პატივცემულო კაკო.