რუსეთში ლგბტ პროპაგანდისათვის პირს ხუთ წლამდე ციხე ემუქრება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მოამზადეს ცვლილება კანონპროექტში, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და ამკაცრებს სასჯელს განმეორებითი დარღვევებისთვის.
- “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების უპირატესობის პროპაგანდა, გამოხატული ინფორმაციის გავრცელებით ან საჯარო ქმედებებით, რომლებიც ჩადენილია ანალოგიური ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სასჯელს ქვეშ მყოფი პირის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მედიის ან ინტერნეტის გამოყენებით განმეორებითი დარღვევების სასჯელს- ორ წლამდე პატიმრობით.
გარდა ამისა, დოკუმენტი აწესებს ბავშვების მიმართ ჩადენილ ლგბტ პროპაგანდისთვის სასჯელს.
- „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები ჩადენილი არასრულწლოვანთა შორის, მსგავსი ქმედებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მქონე პირის მიერ – ისჯება გამასწორებელი შრომით ვადით ორ წლამდე, ან იძულებითი შრომით ვადით სამ წლამდე ვადით, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ქსენია გორიაჩევამ ასევე მოამზადა ცვლილებები მეკობრულ საიტებზე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. პარლამენტარის შეთავაზებაა პირატული სერვისების დაბლოკვა ლგბტ პროპაგანდის შემცველი შინაარსისთვის.