პილოტებს და სტიუარტებს მაკიაჟის და ლაქის გაკეთების უფლება დართეს
Telegraph -ის ცნობით ავიაკომპანია British Airways-ის ეკიპაჟის წევრ მამაკაცებს მაკიაჟის გაკეთების ნება დართეს.
მამაკაც ბორტგამცილებელს და პილოტებს ასევე მიეცათ თმის გაზრდის უფლება, თუმცა მათ სამსახურში თმა შეკრული უნდა ატარონ. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ ფრჩხილების მოხატვა მუქი ლაქით და ყალბი წამწამების ტარება.
კომპანიას ახალი წესებით სურს თავიანთ თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა „მივიდნენ სამსახურში საკუთარი თავის საუკეთესო, ყველაზე რეალური ვერსიით“.
ასევე ბრიტანულმა ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა საკუთარ თანამშრომლებს სასურველი უნიფორმის ტარების უფლება მისცა სქესის მიუხედავად. ეკიპაჟის წევრებს შეუძლიათ აირჩიონ მინი კაბა ან შარვალი, საკუთარი თვითიდენტიფიკაციის შესაბამისად.