მედვედევი: რუსეთი მარტო ებრძვის ნატოს და დასავლურ სამყაროს
რუსეთი მარტო ებრძვის ნატოს და დასავლურ სამყაროს, წარსულთან ნებისმიერი პარალელი არასწორია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცით როგორ გავანადგუროთ მტერი, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამის არხზე.
მისი თქმით, „რთული ყოველდღიურობის პირობებში და ძალზე რთული სამხედრო გადაწყვეტილებების გავლენის ქვეშ, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ამ წლის შედეგების გადაწერა დაიწყო“ და მსურს შევახსენო მათ:
“შეგახსენებთ, რომ რუსეთი მარტო ებრძვის ნატოს და დასავლურ სამყაროს. ამიტომ, წარსულთან ნებისმიერი პარალელი არასწორი ან პირობითია. გარდა ერთისა: ჩვენ მარტო შეგვიძლია გავანადგუროთ ძლიერი მტერი ან მტრის ალიანსები“, – განაცხადა მედვედევმა.