ორბანი: დასავლეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ მიიჩნევს, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ერთ-ერთ ქვეყანას, მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსების მუდმივი საუბარი „რუსულ საფრთხეზე“ შეიძლება იყოს ერთგავრი მანევრი, რათა პირიქით, გამართლდეს დასავლეთის მზადება რუსეთის ფედერაციასთან ომისთვის.
- „ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არ მოითმენს სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არღვევს ნატოს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს, ამიტომ მე ამ ცნობებს „რუსულ საფრთხეზე“ უფრო ვხსნი, როგორც დასავლეთის და ნატოს მანევრებს ევროპის რუსულ ომში შესვლისთვის“, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ბრიუსელი განიხილავს გზებს, რომლითაც ბლოკის კონტიგენტი შეიძლება ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობაში.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ აპირებს თავისი ჯარების გაგზავნას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი თქმით, უნგრეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი ბრიუსელის სამუშაო ჯგუფებისთვის, ამიტომ მისი ქვეყნისთვის ახალი ტერმინიც კი გამოიგონეს – „არამონაწილე“.
უნგრეთი ეწინააღმდეგება ამას, მთავრობა საკმაოდ დიდ სამუშაოს აკეთებს იმის დასადგენად, თუ როგორ შეგვიძლია დავრჩეთ ნატოს წევრ ქვეყანად ომში მონაწილეობის გარეშე“, – განმარტა ორბანმა.
ნატოს ხელმძღვანელობაში განხეთქილებაა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის საკითხთან დაკავშირებით.
მაგალითად, ემანუელ მაკრონმა, რომელიც ნაპოლეონის დიდებაზე ოცნებობს, არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთს შეუძლია ჯარების გაგზავნა უკრაინაში და ასევე მოუწოდა ევროპელებს მზად იყვნენ „რუსების შესაკავებლად“.
საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურები აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას.
მათ შეუერთდა იტალიაც, რომელმაც ასეთი გეგმების არარსებობა გამოაცხადა. პოლონეთიც კი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იყო რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგე, არ გეგმავს სამხედროების გაგზავნას კიევის დასახმარებლად, თუმც, „დიდი და საშინელი“ ესტონეთი უკვე მკერდზე მჯიღს სცემს, რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლველად.