სააკაშვილის ჩარგულმა თესლმა ნაყოფი გამოიღო

ცემა მაშინ იყო თუ იყო…`დიქტატურა, ავტორიტარიზმი, რეჟიმი.. ჭყიპინებს ეს ძუძუმწოვრა, ჯენზი თაობა! რა იცით თქვე წვინტლიანებო, რა არის დიქტატურა ან რეჟიმი?
- იყო დრო, როცა არც ერთი ოპოზიციური სატელევიზიო არხი არ არსებობდა,
- ვინ გააბედინებდა გრიგოლიას, სანაიას, ბუკიას ენის ასეთ ტლიკინს და ამგვარ შეურაცხმყოფელ გამოხტომებს?
- არც ერთი დამოუკიდებელი გამოცემა არ არსებობდა, ყველა და ყველაფერს ე.წ. უშიშროების ოდეერი აკონტროლებდა,
- არც ერთი კრიტიკული სტატია, გადაცემა არ მზადდებოდა,
- არც ერთი რეალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ არსებობდა და ეს კარგად გამოჩნდა 2012 წლიდან დღემდე გუ-ბოზების, ცოლ -ქმარ ხიდაშელების, ბოსელიების, ცალყვერა ბუკას და მის ცალტვინა ცოლის მაგალითზე ,
- სატელეფონო საუბრები ტოტალურად კონტროლდებოდა და ვაი, მას ვინც სააკაშვილზე ოდნავ გადაბრუნებულს, აუგს იტყოდა.. საუბრის დასრულებას არავინ აცდიდა, ისე გაუყენებდნენ კუდიგორის გზას უახლოეს ვირის აბანომდე და ისე “დაამასაჟებდნენ” საკუთარი პატრონი ვერ იცნობდა!
- სახლში, უბანში, სამეზობლოშიც კი ვერავინ ბედავდა ნაციონალურ სექტაზე მსუბუქად რაიმე უარყოფითის თქმას,
- სტუდკავშირები მთლიანად ჰიტლერიუგენდად იყო ქცეული,
- მასზე სიმღერები, ლექსები, პოემები იწერებოდა…
- ციხეები პირდაპირ სასაკლაო იყო და იქ მოხვედრილი ადამიანი, ფაქტობრივად განწირული იყო ,
- მტრისას ვინმე ძლიერს ამა სოფლისას მოეწონებოდა შენი სახლი, კარი, ბიზნესი, ვენახი, ცოლი….
და ამ ყველაფრის შემქმნელი დღეს კვლავ ტვინებს გირეცხავთ “ევროპული მომავლის”, უკეთესი ცხოვრების ზღაპრებით!
ახი, კია თქვენზე საკუთარ თავზე იგემოთ ყოველივე, მაგრამ ჩვენი შვილები ხართ , ჩვენ გვეტკინება თქვენთვის მოქნეული თითოეული მუშტი, არავინ დაგინდობთ და რეზინის ტყვიებს არ გაკმართ, სისხლით მორწყავს რუსთაველს, სახურავებზე შემოდებენ კვლავ ცემაში შემომკვდარ მართლაც მშვიდობიან მომიტინგეებს...
ვინ აიტანს თქვენნაირ თავგასულობას, პოლიციის შეურაცხყოფას, დაწვას, დანგრევას!
ჩანაწერები ხომ მაინც არსებობს, აიღეთ და შეადარეთ 2007 წლის საპროტესტო აქციების სტილი, ხასიათი… ვინ დაგინდობთ?!
დაზომბირებულ თუთიყუშებად გაქციათ არქიფომ, საკუთარი აზრი რომ არ გაგაჩნიათ და სქემა დამწვარი რობოტივით იმეორებთ სექტის ბოდვას – “რუსული”, “რუსული კანონი”, “ევროპა”…
ერთი სული აქვთ,რომ საკუთარი ბოროტი ზრახვები აისრულონ და გაგყარონ წინა ხაზზე რუსეთთან საბრძოლველად, თავად კი ამერიკული დოლარებით გამოტენილი წითელ ხიდს მიადგნენ..
მაგრამ,ეს არ მოხდება, დიტო სამხარაძის არ იყოს, მოუწევთ ტანკზე მისკოჩვა და წინა ხაზზე ჰერი!
დაოკდით და დაიჯერეთ რასაც უფროსები გეუბნებიან,სანამ შარს გადაყრიხართ!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია