ბატონო გენერალო, გააკეთეთ სწორი არჩევანი, არ უპატაკოთ სატანას!
მიმართვა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს
ბატონო გენერალ-მაიორო,
როგორც ცნობილია, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულები საქართველოს სხვადასხვა ლოკაციებზე- თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად ფიცს დადებენ.
ფიცის დადების შესრულების შესახებ ბრიგადის სერჟანტები გიპატაკებენ უშალოდ თქვენ.
- საქართველოს კანონის “საქართველოს თავდაცვის კოდექსის” (12.10.2023წ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თავდაცვის ძალები მოქმედებენ მინისტრის ბრძანების საფუძველზე,
- ამავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად კი, თავდაცვის ძალების მეთაური, ანუ თქვენ, ანგარიშვალდებული ხართ უშუალოდ თავდაცვის მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
მე, როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტი მოგიწოდებთ თქვენ, პატივი სცეთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და გაითვალისიწნოთ ჩემი თხოვნა.
ეს არ იქნება „თავდაცვის კოდექსის“ და არც ეთიკის ნორმების დარღვევა. თქვენი გადასაწყვეტია- ენდობით , უაპატაკებთ ე.წ. უმაღლეს მხედართმთავარს, საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დამრღვევს, ფეხქვეშ გამთელავს, საქართველოში სისხლის, ნგრევის , ომის დედოფალს სალომე ზურაბიშვილს, თუ ნამდვილ ქართველ, ღირსეულ კაცს, პატრიოტს, საქართველოს პრემიერ მინისტრს – ირაკლი კობახიძეს.
თქვენ ამით უფრო ამაღლებით საქართველოს მოსახლეობის თვალში და მეტ სიყვარულს და პატივისცემას დაიმსახურებთ.
გააკეთეთ სწორი არჩევანი, არ უპატაკოთ სატანას!
პატივისცემით, ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია