ლატვიამ სტოლტენბერგი სამი ვარკსვლავის ორდენით დააჯილდოვა
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, “სამი ვარსკვლავის ორდენი” გადასცა, „ლატვიისთვის გაწეული სპეციალური სამსახურისთვის“, იტყობინება ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახური.
- “პრეზიდენტმა გადაწყვიტა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დააჯილდოვოს ლატვიის სპეციალური სამსახურისთვის “სამი ვარსკვლავის” ორდენით და დღეიდან ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამი ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი ხდება”, – ნათქვამია ლატვიის რეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.