ნეტავ ვინ გაუთიშა გერმანიას მობილური კავშირი?
გერმანიას სამშაბათს დილით სერიოზული შეფერხებები შეექმნა მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციებში, იუწყება გამოცემა Bild.
ძირითადი ტელეკომის ოპერატორები, როგორიცაა Telekom, O2 და 1&1, სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. პრობლემებს განიცდიან ასევე Vodafone-ის მომხმარებლები. გარდა ამისა, დაფიქსირდა პრობლემები Postbank საბანკო აპლიკაციასთან წვდომაში , ასევე MagentaTV სტრიმინგ პლატფორმაზე შესვლისას.
პრობლემები ძირითადად ფიქსირდება ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი და მაინის ფრანკფურტი. წარუმატებლობის მიზეზები ჯერ არ არის ცნობილი.