ქართული კანონის მიღებით გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი წინ – ჩვენი ღირსების დასაბრუნებლად!
პირადად ჩემთვის, ძალიან სასაცილოა ზოგადად საპროტესტო აქციები და ადამიანების თვითდარწმუნება, რომ თითქოს ისინი რამეს ცვლიან და „აიძულებენ ხელისუფლებას“ სასურველი ქმედებისაკენ!
არასდროს საქართველოს უახლესს ისტორიაში, ხალხს ქვეყნის ბედი საპროტესტო აქციებით არ გადაუწყვიტავს. აქციები, იყო და არის გარკვეული ძალების მიერ წინასწარ დადგმული სპექტაკლი, გარკვეული ზეწოლის მექანიზმი მიმდინარე პროცესებზე- მხოლოდ საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესების გასატარებლად.
მარტივად რომ ვთქვა- ხალხი უბრალოდ „ მასოვკაა“ მთელს პროცესში, როგორც კინოში, სადაც ყველაფერი მთავრ გმირზეა დამოკიდებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებში კი სცენარის ავტორია და რეჟისორია, რომელიც ყველას ,მათ შორის მთვარი როლის შემსურლებელსაც საკუთარ ნებაზე ათამაშებს და იმ როლს არგუნებს, ისე ათამაშებს, როგორც მას სურს.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კი არის , რომ მთელს ამ პროცესში- რეჟისორიც, სცენარის ავტორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც იყოს ერთი და იგივე, ფილმის ერთმნიშვნელოვნად დადებითი პერსონაჟი და ჩვენდა საბედნიეროდ ეს ადამიანი არის და ეს ბიძინა ივანიშვილია!
თუ, ვინმე ფიქრობს, რომ აშშ-სგან, ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან, სამმილიონნახევრიანი, ეკონომიკით, სამხედრო ძალით „ჭ“ კლასში მყოფი ქვეყანა „სრულიად დამოუკიდებელია“, საერთოდ არ უნდა ისაუბროს პოლიტიკაზე.
ზოგადად სრულად დამოუკდებელი ქვეყნები მსოფლიოში სამი -ოთხია.
რათქმაუნდა, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ პირველ პირს უახლესი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე უწევდა ანგარიშის გაწევა კონკრეტულად რუსეთის ან ამერიკის ინეტრესებისთვის.
მნიშვნელოვანი იყო და არის, თუ საქართველოს პირველი პირები: შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორ რა ხარისხით იცავდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ამ ძალებთან ურთიერთობისას.
ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ სააკაშვილმა, როგორ „დაიცვეს ქართული ინტერესები “, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში გარედან თავსმოხვეული ომის ფონზე აღარ ვისაუბრებ, ერთს ვიტყვი მხოლოდ, სააკაშვილმა პირდაპირ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩვენებს შეწირა ცხინვალის რეგიონი და კოდორის ხეობა.
დღეს ,როცა განსაკუთრებულად ფარატინა ქაღალდადაა ქცეული „ საერთაშორისო ნორმები და პრინციპები “ და ის, მხოლოდ ჩვენსავით მცირე სახელმწიფოებისთვისაა სავადებულო, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია – არა უაზრო ლოზუნგების რახარუხი , არამედ ქართული, ეროვნული ინტერსების ხმამაღლა, ღიად, საჯაროდ, თამამად დაფიქსირება, რასაც აკეთებს კიდეც დღევანდელი ხელისუფლება და რაც ესე, ეხამუშება და არ მოსწონს, უფრო სწორედ უკვირთ ათწელულობით დამონებული, საკუთარ ტაშ-ფანდურზე მოცეკვავე ქართველი ერისგან ჩვენს „ სტატეგიულ პარტნიორებს“.
დიახ, დღეს ჩვენ „ უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ ქართული კანონის მიღებით გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი წინ – ჩვენი ღირსების დასაბრუნებლად, ხმამაღლა ვთქვით მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ჩვენ ვართ ქართველები და არავის არაფერი შეეშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის!
მხოლოდ სადღაც , „ადგილის ქონა“ არაა საკმარისი, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, მთავრია ამ ადგილს როგორ, რის ფასად და რით მოიპოვებ!
მადლობა ‘ქართული ოცნების ” საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ -მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ყველა 84 პარლამენტარს, საქართველოსთვის ღირსების დაბრუნებისათვის!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია