საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" SOS: დაგეგმილია თავდასხმა ” ქართული ოცნების” რიგ პოლიტკურ ფიგურებზე! – თბილისი 24
19 მაისი 2024

SOS: დაგეგმილია თავდასხმა ” ქართული ოცნების” რიგ პოლიტკურ ფიგურებზე!

“თბილისი 24″- ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საზოგადოების დაშინების, დაშანტაჟების, ხელისუფლების, სახელმწიფოს სტრუქტურების ” უსუსურობის” წარმოსაჩენად მ/წლის 11 მაისს დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალების აქციის ორგანიზატორებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, “გამჭირვალეობის შესახებ” კანონის მხარდამჭერი პარლამენტის წევრების და ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა გარკვეულ პირებზე თავდასხმის შესახებ.

ყოველივეს შესახებ დეტალურად ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მიმდინარეობს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

კონკრეტული ფიგურების დასახელებისგან თავს შევიკავებთ.

მათი გეგმის თანამხად, პროვოკაცია უნდა შეიფუთოს როგორც ” ჯენზი საზოგადოების პროტესტი” და თავდასხმა როგორც “განვითარებული ემოციურ ფონზე”- აქციის მხარდამჭერი არასრულწლოვანი წევრების მიერ, რადგან კანონის თანახმად ვერ დადგება მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

გეგმის თანახმად, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი ერთ-ერთი სულიერი ლიდერის გრიგორიადისის “შეცდომა” და პასუხისმგებლობა არ უნდა იქნეს დაყვანილი, გადატყდეს ჯოხი ერთ, კონკრეტულ ადამიანამდე. ”

  • ასეთ დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ბევრი, რომ პოლიციამ ვერ შეძლოს კონკრეტული ჩვენგანის (რედ: სამართალდამრღვევი პიროვნების) იდენტიფიცირება, ყველა ვღებულობთ მონაწილეობას და ყველა ერთიანად ვიღებთ პასუხიმგებლობას, გვაქვს ყველა ჩვენთვის საინტერესო პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მივაკითხვავთ ყველას ” – ასეთია ” მშვიდობიანი აქციის” ლიდერთა შიდა თათბირის გეგმა.

ორგანიზატორებისთვის მნიშვნელობა არ აქვს თავდასხმა კონკრეტულად რა შედეგს გამოიწვევს, მთავარი ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების დაშინებაა.