საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მე და ბატონი ბიძინა. რჩევა: ბოღმიანებმა არ წაიკითხოთ! – თბილისი 24
19 მაისი 2024

მე და ბატონი ბიძინა. რჩევა: ბოღმიანებმა არ წაიკითხოთ!

————————–

–რას ყვები,

–რას გიხდის ამდენს,

– რა გაგიკეთა ბიძინამ ასეთი დღე და ღამ მის ქებაში რომ ხარ…

– სამსახური შენ არ გაქვს,

– თანამდებობა შენ არ გაქვს,

– სახლ-კარი შენ არ გაქვს,

მანქანა შენ არ გყავს,მეტროთი ყოველი მგზარობა საფრთხის შემცველია შენი ჯანმრთელობისთვის, გულის ინფარქტის და ბოლო 6თვეში ორჯერ გადატანილი ინსულტის გამო…

– რა დაგიშავეს ამ ნაცებმა ისეთი, ესე რომ ათახსირებ?

თითქოს ნიშნის მოგებით, შიგადაშიგ ცინიკურად მეკითხებიან, მწერენ აქ “ფეისბუქ” სივრცეში ნაცნობ- უცნობ მეგობრები.

შეიძლება სააკაშვილს პირადად განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია ჩემთვის , მაგრამ მე ხომ არ ვარ მთელი ქვეყანა? !

– ქვეყნას დაუშავა!

– სისხლში ჩაახჩვეს ახალგაზრდები,

– ახალი მორჩილი ადამიანის კასტის გამოყვანას ცდილობდნენ, – ქართველებით აავსეს ციხეები , -კლავდნენ,

– აწამებდნენ,

აუპატიურებენ, და მერე რა რომ ჩემი ახლობელი ადამიანი საბედნიეროდ არავინ მოყვა იმ უბედურებათა კასკადში, ადრე თუ გვიან ხომ ყველს მიადგებოდნენ, გერმანელი პასტერის სიტყვების არ იყოს?

ყველაფერი რომ ფულზე და ფინანსური სარგებელზე დაყავს მავანს.. შეიძლება მე , როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, გოჩა ნაჭყებიას არანაირი ფინანსური სარგებელი ან თანამდებობრივი ზესვლა არ მომიტანა ბატონ ბიძინას გამოჩენამ, რომლის ლომის წვლილიცაა საქართველოში ნაცისტური რეჟიმის დასრულებაში, მაგრამ,

ჩემს ქვეყანას ხომ მოუტანა და იხსნა უკუნი მონობისგან, აღვირახსნილი შეურაცხადის დიქტატურუსგან?

– თუ, დღემდე ვერ დარწმუნდით რა სულის , ადამიანისმაგვარი რა ჯიშის ცხოველის ნაირსახეობაა “დატყვევებული მთავარსარდალი “?

– ხომ მოგვიტანა მშვიდობა, როცა ირგვლივ ყველაფერი იწვის და ნადგურდება?

-თუ, მაინცდამაინც “ქართუ ფონდიდან “ცხელი რძე უნდა მოქონდეს დილაობით “გლოვოს”?

დამშვიდდით ბატონებო, დაუნახაობამ , მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვამ მოსპო ცივილიზაციები.

ხატზე დამეფიცება- არანაირ ხელფას მე არ ვიღებ, არც ვინმე რამეს მავალებს და მიკვეთავს და ვერც გაბედავს.

– შეიძლება განსაკუთრებულს ვერა, მაგრამ ჩემი სახელით ვწერ იმ თემაზე და იმ ხარისხით, რასაც ჩემი პროფესიული გამოცდილება შეწვდება, მთავარია ღიად და თავისუფლად.

არ მაქვს შიში, რომ ჩემს ნებისმიერ პოსტზე, სტატიაზე დილით ვინმე თავში აგურს ჩამარტყავს ან დაბურულმინებიანი პოლიციის მანქანით ვინმე გამიტაცებს ტყეში ( საქეიფოდ)

ნაცებიც მაგრად ფეხზე მკიდია და შიგადაშიგ გაუმაძღარი ქოცებიც.

მსგავსი დემოკრატიის ხარისხი იმ სფეროში სადაც მე ვმოღვაწეობ – მედიაში, მართლაც რომ შეშურდება ევროპის მრავალ ქვეყანას და თუ ვინმეს არ სიამოვნებს ჩემი შემოქმედება, ( მყვირალა ნათქვამია, მაგრამ მაინც!)

რადგან, ყველაფერი ფულზე დაგყავთ, ჯერ კიდევ სვამენ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში პირდაპირ ონკანიდან სასმელ წყალს, უფასოდ შეგიძლიათ გული გაიგრილოთ, ნერვი დაიწყნაროთ…

მერე კიდევ, კვლავ გადაიკითხოთ ( თუმც,გაგახსენდებათ მაინც, იმიტომ , რომ ბოროტ ადამიანებს ოცი წლის წინანდელი ბოღმა ახრჩობთ ხოლმე) , როგორი მადლიერების გრძნობით ვაქებთ, ვადიდებთ მე და ჩემნაირები საქართველოს მართლაც რომ მშვიდობის გარანტს ბიძინა ივანიშვილს,

ირაკლი კობახიძეს და საქართველოს ერთგულ გუნდს.

მშვიდობა საქართველოს,

მშვიდობა და გამარჯვება ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია