საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ვერც ერთი ვერ დაიმალება ვერც კაპიტოლიუმში, ვერც ელისეის სასახლეში და ვერც დაუნინგ სტრიტ 10-ში, დადგება მსოფლიო კატასტროფა! – თბილისი 24
19 მაისი 2024

ვერც ერთი ვერ დაიმალება ვერც კაპიტოლიუმში, ვერც ელისეის სასახლეში და ვერც დაუნინგ სტრიტ 10-ში, დადგება მსოფლიო კატასტროფა!

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა „უპასუხისმგებლოთა ხროვა“ უწოდა დასვლეთის ლიდერებს, რომლებიც უკრაინაში ჯარების გაგაზავნას გეგმავენ.

„ჯარის გაგზავნა ტერიტორიაზე ყოფილ უკრაინაში გამოიწვევს მათი ქვეყნების პირდაპირ ჩართვას  ომში, რაზეც ჩვენ მოგვიწევს პასუხის გაცემა და, სამწუხაროდ, არა ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე.

ამ შემთხვევაში, ვერც ერთი მათგანი ვერ დაიმალება ვერც კაპიტოლიუმში, ვერც ელისეის სასახლეში და ვერც დაუნინგ სტრიტ 10-ში. დადგება მსოფლიო კატასტროფა“, წერს მედვედევი.

  • „ დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში იზრდება ნაძირალების რიცხვი, რომლებიც არარსებულ ქვეყანაში ( უკრაინაში) ჯარების გაგზავნისკენ მოუწოდებენ.  დღეს მასში შედიან აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და ცალკეული გიჟები ბალტიის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან.
  • ისინი ბანდერელებისგან ითხოვენ თავიანთი სარაკეტო შეიარაღების  აქტიურ გამოყენებას მთელა რუსეთის ტერიტორიაზე.
  • ეს გაზაფხულის გამწვავება კი არა, პოლიტიკური დივიდენდების ცინიკური გათვლაა. დასავლეთში არის მმართველი კლასის ერთგვარი ტოტალური დეგრადაცია.
  • ამ კლასს ნამდვილად არ სურს ელემენტარული საგნების ლოგიკურად დაკავშირება. თქვენი ჯარის გაგზავნა ტერიტორიაზე ყოფილ უკრაინაში გამოიწვევს მათი ქვეყნების პირდაპირ ჩართვას  ომში, რაზეც ჩვენ მოგვიწევს პასუხის გაცემა და, სამწუხაროდ, არა ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე.
  • ამ შემთხვევაში, ვერც ერთი მათგანი ვერ დაიმალება ვერც კაპიტოლიუმში, ვერც ელისეის სასახლეში და ვერც დაუნინგ სტრიტ 10-ში. დადგება მსოფლიო კატასტროფა.
  • სხვათა შორის, კენედიმ და ხრუშჩოვმა შეძლეს ამის გაგება 60 წელზე მეტი ხნის წინ. მაგრამ ამჟამინდელი ინფანტილურ დებილებს, რომლებმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს დასავლეთში, არ სურთ  ამის გაგება.
  • სწორედ ამიტომ, დღეს, რუსეთის გენერალურმა შტაბმა დაიწყო მზადება წვრთნებისთვის, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებისა და გამოყენების პრაქტიკული გამოცდის ღონისძიებებისათვის,“- წერს დიმიტრი მედვედევი.