ჰაკიმ სეკუ ჯეფრისი: პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატების“ ლიდერის, ჰაკიმ სეკუ ჯეფრისის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მოქმედებები მიმანიშნებელია, იმის, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.
- „ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინას დაცემას, რადგან თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ამერიკას მოუწევს კონფლიქტში ჩართვა – არა უბრალოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით.
- თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ შეჩერდება. ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ ის არ შეჩერდა საქართველოში, ის შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ ეხებოდა, რადგან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიჭრა.
- უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთი თანმიმდევრული აგრესიის ფონზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება? რა თქმა უნდა – არა. მოდით, ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, დავუჯეროთ მის მოქმედებებს და მისი მოქმედებები გვთავაზობს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც საფრთხეს შუქმნის ნატო-ს მოკავშირეებს და ლოგიკური შედეგებით გამოიწვევს ამერიკული ჯარების ბრძოლაში ჩართვას“, – განაცხადა ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში.