მიმართვა “ქართულ ოცნებას”: იყავით რადიკალები,დააკავეთ ყველა ლიდერი, გააჩერეთ ისე, როგორც მიშა აჩერებდა!
მწერალი ირმა ბეგლარიშვილი ” ქართულ ოცნებას” რადიკალური ნაბიჯების გატარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის ბოროტება, რომელმაც წინ სახედაკარგული ახალგაზრდები აიფარა და ათეული წლებია ზრდის ამ მახინჯ თაობას. ” გააჩერეთ, გააჩერეთ ისე, როგორც მიშა აჩერებდა, როგორც მაგათ მოწონებულ ევროპაში ებრძვიან მომიტინგეებს და მით უფრო, როგორც ამერიკაში შლიან, დააკავეთ ყველა ლიდერი, დახურეთ ეს ვითომ ტელევიზიები, ცეცხლზე ნავთს რომ ასხამენ”- წერს ბეგლარიშვილი სოციალურ ქსელში.
- ” ქართული ოცნება, გადაწყვიტეთ და დადექით იმ ხალხის გვერდით, ვინც ამდენი წელია გელოდებათ, რომ როდისმე სიმართლეს გაამარჯვებინებთ.
- იმდენი სისხლი უსხით ნაცებს, რომ ახლა აქეთ გიწევთ მათთან ბრძოლა.
- აჩვენეთ ამ ახალგაზრდებს კასრების ფირები. რას ელოდებით. ეს მოტყუებული თაობაა.
- უნდა აგეკრძალათ ნაციონალური მოძრაობა. მათ მოახერხეს და დამახინჯებული, გადაგვარებული თაობები გაზარდეს. რომლებიც რობოტებივით მოქმედბენ და სათითაოდ აცლიან ისედაც დასუსტებულ ქვეყანას, თითო-თითო აგურს.
- ნუ ყოყმანობთ! იყავით რადიკალები!
- სხვანაირად ვერ გააჩერებთ ამ ბრბოს!
- რადგან ბოროტება, რომელმაც წინ სახედაკარგული ახალგაზრდები აიფარა, ათეული წლებია ზრდის ამ მახინჯ თაობას!
- დიახ! უნივერსიტეტებში ბერძენიშვილისნაირები და სხვანი გაბოროტებულ, აგრესიულ თაობას ზრდის, რომელიც თავის თავს იმის უფლებას აძლევს რობერტ სტურუას გულისამრევი სიტყვები დაუწეროს. კაცი, რომელიც მართლაც ლეგენდაა და რომლის ფეხის ნაბანადაც არ ღირს ეს შეშლილი ბრბო.
- გააჩერეთ! გააჩერეთ ისე, როგორც მიშა აჩერებდა, როგორც მაგათ მოწონებულ ევროპაში ებრძვიან მომიტინგეებს და , მით უფრო როგორც ამერიკაში შლიან.
- დააკავეთ ყველა ლიდერი!
- დახურეთ ეს ვითომ ტელევიზიები. ცეცხლზე ნავთს რომ ასხამენ!
- ამერიკა არაა ჩვენი მეგობარი! გადაარჩინეთ საქართველო…ნუ იტყუებთ თავს. რადგან ის მარტო ჩვენი კი არა, ჩვენი შვილებისაა.
- გამოასწორეთ თქვენი შეცდომა. ერთხელ ნამდვილი ქართველების კივილს დაუგდეთ ყური და ნუ მოუსმენთ ოკეანისგაღმა ბატონს. დავიღალეთ…”- წერს ირმა ბეგლარიშვილი.