ექსკლუზივი: ბებო გავათხოვეთ, მააშ!

წაგიკითხავთ ალბათ , ბავშვობაში ბოროტი ჯადოქრების შესახებ, ზღაპრებში, რომლებიც ახალგაზრდული ენერგიის შესანარჩუნებლად ჭაბუკებთან სექსუალური “კოაბიტირებით ” , გლეხურად რომ ვთქვათ “იშტი – მიშტით” ტკბებოდნენ.
( ძირითადად ფრანგულ ზღაპრებში ხდებოდა)
სანდო წყარო პრეზიდენტის რეზიდენციიდან “თბილისი 24” – ს სალომე ბებოს ერთი მსგავსი სასიყვარულო ისტორიის შესახებ უამბობს.
დამატებითი ვიზუალიზაციისთვის შეიძლება ქართული მხატვრული ფილმის ” პირველი მერცხლის” სცენა იასონის და მისი ტურფას წარმოიდგინოთ .
ჰოდა, იფიქრებდით, ალბათ, განა მართლა რა სამშობლოს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ამ დედაკაცს , რას დატრაშუნებს ეს ქალი აღმა – დაღმა ევროპაში, აქ რაღაცაშია საქმე-ო!
რათა და, ჩვენი ღრმად პატივცემული წყაროს ცნობით ცელქ ბებოს მასზედ საკმაოდ ახალგაზრდა, ასე ოციოდე წლით პატარა, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ნამეტნავად შეჰყვარებია, უმალვე გაუბამს სასიყვარულო ძაფები და ევროპის ერთ – ერთ ქალაქში ბინაც “უჩუქნია”.
რის სიყვარულია თუ თავგანწირვა საქმით არ დაამტკიცე და სენაში ( მდინარე პარიზში) გადახტომის ნაცვლად დღეს ეს მრავალტანჯული (ხვდებით ალბათ ,რას ვგულისხმობ! ) ფეხბურთელი გამომდგარა და საქვეყნოდ გაჰკივის ” არა რუსეთს,არა რუსულ კანონს-ო”.
თავად ხომ კივის და კივის, სადაც ხელი მიუწვდება ყველა კოლეგას მოუწოდებს; “იყვირეთ ბიჭებო- ძირს ბიძინას დიქტატურაო”!
მოკლედ , პრეზიდენტის რეზიდენციიდან სანამ ვინმე მელოტი კაცი თოფით” ბიჭია, ბიჭის” ძახილით გადმომდგარა, დავა წყვილს შორის ნათლიის შერჩევას მოჰყოლია მაკრონი სჯობს თუ შარლ- მიშელიო.
ვინც ფიქრობს, რაღა დროს 72 წლის ბებრუხანას სიყვარულიაო, ეჰ, სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა , სიყვარული ხომ გვიანი არასდროსაა.
სულით და გულით ვულოცავთ ქალბატონ ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულს “გაზაფხულის დადგომას” მის ცხოვრებაში.
დინამო, დინამოო…