ამერიკის დიქტატის, ბატონყმობის ეპოქა საქართველოში, დასრულებულია!
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხანმოკლე დაკვირვების შემდეგ
ნათელი ხდება , რომ სახეზე გვაქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და მისი სატელიტი ქვეყნების მიერ დაფინანსებული და მართული კლასიკური სტილის სახელმწიფი გადატრიალების მცდელობა – ძალადობრივი, აგრესიული, გამოკვეთილად ფაშისტური მეთოდებით და ელემენტებით.
აქციის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ცნობადი სახეების, თეატრის, კინოს მსახიობების, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების, განსაკუთრებით ფეხბურთელების მიმართ ადგილი ჰქონდა და აქვს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ბულინგს, რათა მათ გააკეთებინონ ძალადობრივი აქციის მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებები.
სახელმწიფო გადატრიალების ამერიკული კვალის ნათელი მაგალითია საქართველოს ” მაღალი თანამდებობის პირების” სახელმწიფო დეპარტამენტში დამამცირებელი დაბარება, თითქოსდა ” სტრატეგიული პარტნიორობის და აშშ – ს დახმარების შესახებ ნებისმიერი საკითხის განსახილველად” .
პარალელურად, გასამართ ” მოლაპარაკებამდე” ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ე.წ. რუსული კანონის განხილვის შეჩერებას ითხოვდნენ, რაც ბუნებრივია, ავტომატურად მათ მიერ მართული აქციების ” დროებით შეჩერებას” და *წყალობას” ნიშნავდა.
მინდა, როგორ ერთმა რიგითმა ქართველმა , განვაცხადო და ვუთხრა ამერიკელ ” პარტნიორებს.
მეტადრე, დარწმუნებული ვარ , რომ გადასცემენ, იმიტომ რომ მათ მიერ საქართველოში წლების განმავლობაში კონტროლდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი გამოცემა, გაზეთი, მედია საშუალებები,სადაც კი ” ამერიკის” სახელი, თუნდაც ირიბად გაიჟღერებს:
- ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო,
თქვენი დრო წასულია, თამაში დასრულებული!
თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს ამაყ, ეროვნულ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, მოინდონეთ რა საქართველოს შინაურ საქმეებში ბინძური, უხეში ჩარევა და ნაცადი ხერხებით , თქვენთვის არასასურველი ხელისუფლების ცვლილება.
‘არასასურველი”, იმიტომ რომ მათ გაბედეს და დაიცვეს საქართველოს ეროვნული ინტერესები, შეინარჩუნეს მშვიდობა ქვეყანაში, არ დაყვნენ თქვენს ნებას და თქვენი მაზოხისტური ინტერესების გამო არ გაწირეს სამშობლო , არ დაღვარეს ქართული სისხლი, არ იომეს ” უკანასკნელ ქართველამდე” !
თქვენ, ჯიუტად ვერ ეგუებით იმ აზრს, რომ უკრაინაში თქვენივე ბინძური პროვოკაციის და ძმათამკვლელი ომის გაჩაღების, 2022 წლის თებერვლის შემდეგ მსოფლიოში სხვა ერა,სხვა ეპოქა დაიწყო, სადაც თქვენი ადგილი საქართველოს გვერდით არ არის!
მსოფლიო წესრიგი ფორმატირდება,
ყალიბდება სულ სხვა პოლიტიკური რეალობა და თქვენი მიზნები შეუსაბამო ხდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.
რიგი პოლიტიკური ექსპერტების, სახელმწიფოსგან , როგორც რადიკალურ ღონისძიებად გარე ძალების ჩარევის აღსაკვეთად და მშვიდობის შესანარჩუნებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.
ქართველი ადამიანი გონიერია .
- მჯერა, რომ საქართველოს მტრების მიერ ორგანიზებულ აქციაზე წრფელი გულით მისული ახალგაზრდები დაფიქრდებიან და მივლენ სწორ დასკვნამდე,თუ რეალურად რა პროცესებს აქვს ადგილი საქართველოში, და როგორი ბინძური პროვოკაციისათვის ცდილობენ პოლიტიკური გიენები მათ (ახალგაზრდების ) გამოყენებას.
- მჯერა, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაუნათებს მათ გონებას და მიაღებინებს სწორ გადაწყვეტილებას.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია