16 სექტემბერი 2024

გოჩა ნაჭყებია: აქციების მთავრი მიზანი ხელისუფლების შეცვლა და  ბიძინა ივანიშვილს დასჯაა

თბილისის სიტუაცია ჰგავს იმ აპოკალიფსური ფილმის ჟანრს, როცა ჯოჯოხეთიდან ყველა ტარტაროზი ერთიანად, ერთი მიზნით ამოვიდა და სისხლი სწყურია.

ჩვენმა „კეთილისმყოფელმა“ სტრატეგიულმა პარტნიორმა, საკუთარი  ბინძური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად თუ,  რუსეთსა და უკრაინაში შეძლო, რომ   ძმა – ძმას დაერია,  საქართველოში, დღეს, ის თავგამეტებით  ცდილობს ხელისუფლებაში მათთვის სასურველი პოლიტიკური კლანის მოსაყვანად  თაობათა ომის პროვოცირებას და   პოლიტიკურად ანგაჟირებული, მითიური „ევროპული ცხოვრებით“ გაბრიყვებული  შვილების და  მამების დაპირისპირებას.

 რაღათქმაუნდა, მთელს ამ პროცესში პოლიტიკურ საფრთხობელად, ბუად, კვლავ რუსეთი გამოჰყავს.

  • დიახ, ამერიკულმა და ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა შეძლეს და გაბრიყვებული ახალგაზრდობის ნაწილი ღიად დააპირისპირეს ხელისუფლებას!

სხვა არაფერი იკითხება აქციის ლიდერების ნებისმიერ გამოსვლაში,  ვიდრე  – ომი, არეულობა, სისხლი , ხელისუფლების დამხობა, შურისძიება , გასამართლება…

 სპეც. დანიშნულების მანქანების ყოველი ხმოვანი სიგნალი  ” კრიტიკულ მედიად”  წოდებულთა, დაგეშილი გიენების ( არ ვიხმარ სიტყვა „ ჟურნალისტს“,რადგან  მათ არანაირი შეხება ამ პროფესიათან არ გააჩნიათ!)  აღტკინებას იწვევს და მათთვის ადამიანის  სიკვდილის მაუწყებელია.

 სასურველი მიზნის მისაღწევად ამუშავებულია ათწლეულების მანძილზე “დავალდებულთა”, გამოკვებულთა, გაქსუებულთა  მთელი რესურსი, მთელი- პირდაპირი ღია თუ ფარული აგენტურა.

  გადმორიცხულია დიდძალი თანხა  ამაყი , ჯიუტი საქართველოს ხელისუფლების პატრიოტი ლიდერების,  პრემიერის – ირაკლი კობახიძის და   უშუალოდ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის , ბატონ ბიძინა ივანიშვილის დასასჯელად.

რათქმაუნდა, ბატონი ბიძინა პოლიტკური ეტიკეტიდან გამომდინარე  ამას ღიად არ იტყვის, მაგრამ დიახ, ეს მას შეჰპირდნენ და დღემდე უშედეგოდ ცდილობენ „ დაპირების“ აღსრულებას.

წარმატების მიღწევაში დარწმუნებულები,ისე გათავხედდნენ, რომ  არც მორიდებიან  და ევროპარლამეტის თუ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში  მთელს ამ პროცესს ” დ  ე ბ ი ძ ი ნ ი ზ ა ც ი ა ”  დაარქვეს!

სააკაშვილის დაქოქილი თოჯინაც კი, ჩანგალთუხუცესი  დავით ბაქრაძე ,დღეს,ე.წ. რუსული კანონის დაუყოვნებლივ გაწვევას და ხელისუფლების გადადგომასაც კი ითხოვს.

… და ნეტავ ვინ უნდა „გადმოდგეს“?

რაღათქმაუნდა, „ევროპული შუქურის ჩაუქრობელი მნათობი“ – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ” არ მოგენატრათ  დრაივის” დასამტკიცებლად ,საბოლოოდ გააქრობს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური რუქიდან,

როცა, საქართველოს არმიის მთელი ადამიანური და ტექნიკური რესურსი ერთ კალენდარულ თვეს არ ჰყოფნის რუსეთის მძლავრ სამხედრო მანქანას  ლუკმად, საკვებად, როცა უკრაინული არმიის დაუბრუნებული  დანაკარგი ( სამხედრო ტერმინია) უკვე 700.000 -ს ადამიანს აღწევს!

  • განა , საქართველოს გენოციდი გსურთ  ახალგაზრდებო?
  • განა, დარწმუნებული ხართ, რომ პამპერსის გარდა,სხვა რაიმე დახმარებას გაგიწევთ ღრმად პატივცემული „სტრატეგიული პარტნიორი“?
  • განა, ფიქრობთ, რომ კვლავ ხელს არ დაიბანს ევროპა, აშშ  და არ  დაგვტოვებს „ ღრმად შეშფოთების“ ამარა?
  • ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდით, რომ  მათ არც უკრაინელი, არც რუსი და არც ქართველი ერი საერთოდ არ აინტერესებთ, გარდა საკუთარი იმპერიალისტური ( არ მოგესმათ!) ზრახვების?
  • განა, მართლა ფიქრობთ, რომ აქციაზე მოძუნძულე პოლიტკურ ლეშებს – მელიებს, ხაბეიშვილებს, ვაშაძეებს , ელისაშვილებს…  თქვენი მომავალი ადარდებთ?

დაფიქრდით, უკვე რამოდენიმეჯერ  ღიად, საჯაროდ მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა  ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორს“ ამერიკის შეერთებულ შტატებს,  რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსად, მათაც მიეღოთ ანალოგიური გადაწყვეტილება და საქართველოსთან, როგორც ნამდვილ სტატეგიულ პარტნიორთან გაეუქმებინათ სავიზო მიმოსვლა, დაენიშნათ პირდაპირი ფრენები. 

რატომ არ გვთანხმდებიან ამ წინადადებაზე იცით?

  •  იმიტომ, რომ კარგად იციან , რომ ჩვენი პრემიერის გონივრული შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების რეიტინგს ასჯერ გაზრდის, მათი მიზანი კი რაც არ უნდა დაუჯდეთ  ხელისუფლების  შეცვლა და  მმართველობაში  მათი მორჩილი,  მათი ნება სურვილების  უსიტყვოდ შემსრულებელი ძალების მოყვანაა  და  რა არის ეს დაუოკებელი ნება სურვილი , ხომ კარგად უწყით?!

ჩემო თაობავ, პატივცემულო მშობლებო!

მოგმართავთ ადამიანურად, მიხედეთ, აიღეთ პასუხისმგებლობა,  ნუ დააღუპინებთ ნურც საკუთარ თავს , ნურც შვილებს და ნურც  სახელმწიფო ინტერესებს, სუვერენიტეტს ნუ გააწირინებთ ლეშზე დაგეშილ ნაც. პოლიტიკანებს,  პოლიტიკურად მოუმწიფებელ, ყალბი თავისუფლების ჟინით შეპყრობილ  შვილებს!

 პრემიერმა პირდაპირ  განაცხადა, რომ საქართველოში ადგილი აქვს  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას  აკერმანის ( მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ!)   სახელმძღვანელოს მიხედვით დატრენინგებული ახალგაზრდობის მიერ.

ამერიკულმა  გავლენის აგენტებმა , ენჯო-ებმა,  მხოლოდ 2022 წლიდან  საქართველოს ბიუჯეტი, ქართველი ხალხი მინიმუმ  5 მილიარდი დოლარით დააზარალა , თავად კი  უსაზღვროდ გამდიდრდნენ  და ამ სიმდიდრეს ვერ თმობენ სწორედ!

  • რათქმაუნდა,  თქვენი შვილები ბრმა იარაღია მათ ხელში, არ  გააბრიყვებინოთ  შვილები, არ გაუშვათ შვილები საქართველოს მტრების აქციაზე!

მთელი  პასუხიმგებლობა თბილისში გამართული აქციებისას  ესკირება  რამოდენიმე „ნჯო“-ების და რადიკალური პარტიების ლიდერებს.

 ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.