ბავშვებო, ნუ დაირქმევთ ” ჭიჭეს ნახმარ თაობას”!
ე. წ. პოლიტიკოსების საოცრად აღტკინებულ, გაბადრულ სახეებს ვუჭვრეტ ნაც. ტელეკანსლიზაციის ცისფერ ეკრანებზე.
- დამშეულ, სისხლს მოწყურებულ მტაცებლებს დაბრუნებიათ ძველი ხალისი, შემართება, შურისძიების ცხოველური ჟინი, რიხი ხმაში ..
ძალაუფლების სუნი ეცათ, ნეტარებენ,თანამდებობებიც კი წინასწარ ჰქონიათ ,თურმე განაწილებული ახალ მთავრობაში!
პატარა საქმეა? თვით, ვიოლა ფონ კრამონმა, ანდრიუს კვადრატიუს- კუბილიუსმა და თვით სახ.დეპმაც კი გამოუტანა “განაჩენი ” მეცენატ ბიძინა ივანიშვილს და ფაქტობრივად, როგორც ჟარგონულად იტყვიან – არაქურდად,” სახელის გარეშე დატოვა” !
ეჰ, როგორ არ გცნობიათ საქართველო, ქართველი ხალხი და თავად ბიძინა ივანიშვილის მტკიცე, შეუდრეკელი ხასიათი ,სააკაშვილის მოსყიდულო და ტარაკნებივით გამაძღარ- გასიებულო ევროპელო ბიუროკრატებო!
როგორ არა, თქვენი თითის ტკაცუნზე მოგცემთ უფლებას, უკვე მერამდენედ დაამხოთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მოაწყოთ ახალი ფერადი რევოლუცია, ვიცხოვროთ თქვენი მოწონებული კანონებით , დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ და დავუბრუნებთ “წართმეული ხელისუფლებას ” მანიაკ სააკაშვილს, სასაკლაოზე გავგზავნით ჩვენს შვილებს და უკანასკნელ ქართველამდე შევაკლავთ თავს თქვენს ბინძურ ინტერესებს…
სწორედ, მაგას ვფიქრობდით და ფარული კრებებიც მაგიტომ გვაქვს გამართული, ვდავობთ, ვკამათობთ, რომელი ორშაბათიდან დაგვეწყო თქვენი გეგმის აღსრულება ცხოვრებაში!
ცოტა მაინც თუ გიფიქრიათ, რას გამოიწვევს თქვენი სულელური
პოლიტიკური იდეების განხორციელების მცდელობაც კი საქართველოში?
სამოქალქო ომს, ქაოსს , არეულობას, ეკონომიკის გაპარტახებას, რასაც მოჰყვება ქვეყნის სრული ოკუპაცია, მსხვერპლი..
საბოლოოდ დაკარგავს ევროპა საქართველოს!
თუმც რა, თქვენ რაში განაღვლებთ, თქვენი მიზანი ხომ ყოველ შემთხვევაში მიღწეული იქნება : მორიგ ჯერზე, საქართველოს სისხლში ჩახრჩობის მაგალითზე, მსოფლიოს დაანახებთ რუსეთის ნამდვილ სახეს, ერთი კარგად დაგმობთ, აღშფოთდებით, ღრმად შეშფოთდებით, ბაიდენი ლოცვებში ჩვენთან იქნება, მაკრონი ტელეფონით პუტინს ფამილარულად ” ვლაძიმიერით” მიმართავს, შემდეგ აუდიო ჩანაწერს გამოფენს და იტრაბახებს – რა მაგარი ბიჭია…
საქართველოში კი მოხდება ის, რასაც დღეს, თქვენივე წაქეზებით ადგილი აქვს უკრაინაში: ქვეყნის გაპარტახება, სისხლი, გენოფონდის განადგურება , დეკომუნიზაცია, დენაციფიკაცია, საქართველო დაუბრუნდება განვითარების მე- 20 საუკუნის დასაწყისის წლებამდელ დონეს..
არადა, საერთოდ გააუქმა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედება შეზღუდა ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები , შეიმჩნიეთ ვინმემ საერთოდ?!
შეშფოთდით მაინც?
მხოლოდ, საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დაშლისას გამოყენებული” პროპორციული ძალის” და წიწაკის სპრეის ხარისხი გაშფოთებთ არა?
თუ, ის, რომ მარტივად რომ ვერ აღწევთ დასახულ მიზანს და ვერ ამხობთ არსებულ ხელისუფლებას, ის უფრო განერვიულებთ?
- უკანასკნელ პოლიტიკურად აკრძალულ ხერხს, გარეწრობის უმაღლეს დონეს მიმართეთ და პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეები ჩართეთ!
კარგი მოფიქრებაა ღმერთმანი:- გამოვა თქვენი სიცრუის ტირაჟირებით განთქმული ტელევიზიები, გაზეთები პირველ გვერდზე სათაურებით:
” საქართველოს პრორუსი ხელისუფლება საკუთარ ბავშვებსაც კი არ ინდობს და ტყვიებს ესვრის! “
ახალ ჯერზე კუთხეში იმწყვდევთ რუსეთის ხელისუფლებას და ომით , ოკუპაციით აიძულებთ რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვას!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ მოდელირებულ სცენარს ასრულება არ უწერია. ჯერი, იმედი თქვენზეა ჯერ კიდევ საღ გონებაშენარჩუნებულო ბავშვებო, ყურს ნუ უგდეთ პროვოკატორ პოლიტიკოსებს, რომელთა მიზანი თქვენი გამოყენება და ‘ნათელი ევროპული მომავლის” სახელით საქართველოს დამღუპველ ომში ჩართვაა!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია