საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ე.წ. ” ჯენზი თაობას”: სამშობლოს სიყვარული გუგლში არ იძებნება! – თბილისი 24
21 მაისი 2024

ე.წ. ” ჯენზი თაობას”: სამშობლოს სიყვარული გუგლში არ იძებნება!

არაფერი შეგეშალოთ, ჩვენ სხვა თაობა , ჩვენ თავისუფლების მოყვარე თაობა ვართ, ჩვენ ვერ მოგვატყუებთ – გაიძახის ე. წ ” რუსული კანონის” მოწინააღმდეგე ‘ჯენზი”ახალგაზრდობა.

პირველი ის, რომ თქვენს მიერ თაობის სახელით საუბარი იგივეა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ქართველი ერის” სახელით მანიპულირება.

მეორეც: თქვენ არავინ გატყუებთ, რადგან თქვენ უკვე მწარედ ხართ მოტყუებულები, იმ ძალის მიერ, ვისი მიზანიც ” დემოკრატიის თუ საქართველოს ევროპული მომავლის სახელით” საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ფერადი რევოლუციების მოწყობაა!

  • ვერც “თავისუფლებაზე” დაგეთანხმებით!
    ვერანაირ ეროვნულ ღირებულებაზე, სახელმწიფოს არანაირ თავისუფლებაზე არ იქნება საუბარი, თუ საძირკველშივე მზად ხართ დათმოთ სახელმწიფო ინტერესები, ქვეყნის მართვის სადავეები და ვინმეს,ან რომელიმე სახელმწიფოს უტოპიურ ზრახვებს, ინტერესებს შესწიროთ და ანაცვალოთ ის. დიახ, ამიტომაც თქვენ ხართ ყველაზე მეტად დამოკიდებული და მართული ახალგაზრობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში!

თავისულება მეტად რთული და მრავალწახნაგოვანი ღირებულებაა ,რაც თქვენ მხოლოდ “ლგპტ” პროპაგანდა თუ ევროკავშირის დროშის ფრიალი გგონიათ.

  • დიახ, სამწუხაროა, რომ ინტერნეტის ტექნიკურ პროგრესში გადავარდნილები, ციფრული თაობად იქცით და თავად ვერ ცნობთ, ვერ აცნობიერებთ თქვენი წინაპრების ,მშობლების განვლილ გზას, ვერ ცნობთ მათ ხასიათს.
  • დიახ, სამწუხაროდ თქვენ ხართ მწარედ მოტყუებული თაობა, რომლისთვისაც უცხოა ის მიზეზები , ის ღირებულებები, რომელიც თქვენს მშობლებს, ბებია – ბაბუების გააჩნდა : ნამდვილი, რეალური თავისუფლების წყურვილის!

გავა დრო და მიხვდებით , ან შესაძლოა ვერც მიხვდეთ , რადგან ისე ზარდეს, კვებეს თქვენ გონებაში ,სულში ზიზღი ყველაფერი რუსულისადმი, ისე ჩანერგეს ყალბი ევრო – ამერიკული ‘ღირებულებები”, რომ ძნელია თქვენთვის მიუღებელი აზრის, შავზე-თეთრის, საპირისპიროს მტკიცება, რაც არ უნდა მყარი არგუმენტები გააჩნდეს მას.

ძნელია რაიმე მტკიცებულებით გააქარწყლო,გადაგარწმუნოთ საპირისპირში. სამწუხაროდ , წყლის ნაყვაა დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა თქვენი გადარწმუნების.

სამწუხაროა, რომ მხოლოდ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს შექმნილი და ისტორია გაყალბებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გაქვთ მცირედი წარმოდგა საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ და რამოდენიმე სააკაშვილის რეჟიმის სიშლეგეს ზვარაკად შეწირული ჯარისკაცის სახელით მანიპულირებთ.

-მოსპობით ემუქრებით, მასხრად იგდებთ თაობას, ვინც საკუთარ კისერზე გადაიტანა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა 1989 წელს, 1991-1992 წწ თბილისის სამოქალაქო ომი, ექსტრემისტული პროვოკაციები სამხრეთ ოსეთში და თავად ამერიკელების მიერ თავს მოხვეული ძმათამკვლელი ომი- აფხაზეთში!

დიახ, სწორედ რომ მათი უპირველესი მიზანი იყო უფრსკულის გაჩენა ქართველებს და რუსებს, ქართველებს და ოსებს, აფხაზს, სომხებს შორის,
რომ მერე დამშეულები, გაღატაკებულები, ქვეყანა თავზე დამხობილი მათხოვრებად ვექციეთ- ამერიკულ დახმარებას ‘ ქათმის ბარკლებს” დახარბებულები ,
ცხოველის ინსტინქტის დონეზე , თქვენთვის პატივსაცემი ასო- ების მსგავსად, მწვანე დოლარებით, თითის ტკაცუნით რომ ემართათ ათასწლოვანი საუკუნის ქვეყანა.

  • დიახ, სამწუხაროდ, საქართველოს ისეთი გამოცდილი მმართველიც კი გააბრიყვეს , როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო და დააწყებინეს წინასწარ წაგებული ომი საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ ხალხთან- აფხაზეთში,
    როგორც, წლების შემდეგ იგივე შეცდომა დააშვებინეს ( თუ, დავალება შეასრულებინეს) მათ ძაღლიშვილს ( მათივე ტერმინია) ნეოფაშისტ სააკაშვილს – ცხინვალში.

თუმც , შევარდნაძე რა სახსენებელია, როცა თავად ერთ დროს უძლეველი და თავზარდამცემი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს რუსეთის პირველ პირსაც კი, საკუთარ საკანონმდებლო ორგანოში , აშშ-ს სენატში ‘ Боже храни Америку ” აძახებინეს!

  • დიახ, სამწუხაროდ, იმ გუგლშიც, რასაც თქვენ ჭეშმარიტების ეტალონად მიიჩნევთ , ის “სიმართლე ” წერია, რაც მის პატრონს სურს და მათთვის სასურველ პოლიტიკურ კონიუნქტურას ესადაგება!

ყველაფერი გუგლში არ იძებნება,ვერ სამშობლოს სიყვარულს ნახავთ იქ, ვერც ნამდვილ ქართულ, ადამიანურ ურთიერთობებს გასწავლით, იმიტომ ,რომ ისე გადაგიკეთებენ, ისე გაგიყალბებენ, ისტორიას, მხატვრულ ნაწარმოებებს, როგორც სულ ახლა-” მამული, ენა , ერთობის” შემთხვევას და მალე შესაძლოა, საერთოდ “სამშობლოს” ცნებასაც ვერ ნახოთ ვერსად, როგორც უკვე დაწყებულია ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ და ნელ- ნელა იკრძალება, ქრება “დედის” და “მამის” აღმნიშვნელი სიტყვები.

დამიჯერეთ, ” საქართველოს უკეთესი მომავლის ” სახელით ამასაც ევროპა მოითხოვს და თქვენც, როცა თქვენი მამების თაობა, როგორც თქვენ ამბობთ ” ამოწყდება” წინააღმდეგობის გარეშე მიიღებთ და დაეთანხნებით ყველაფერს .

მაგრამ, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, მცდელობას არ დავაკლებთ და შევეწინააღმდეგებით, არ დავუშვებთ საქართველოს მტრების მიერ თქვენს ბოლომდე გამოთაყვანებას და ტვინების გამორეცხვას. საბედნიეროდ , თქვენ არ ხართ მთელი” თაობა”, ტყუილად ცდილობთ თაობის იარლიყის მიკერებას.

პატივისცემით: გოჩა ნაჭყებია