გუშინ საქართველოს ისტორიაში ახალი ერა დაიწყო!
„ ქართული ოცნების „ საპატიო თავმჯდომარის , მეცენატ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საერთო სახალო ეროვნულ შეკრებაზე, ეს არის ისტორიული სიტყვა და გარდამტეხი მომეტი საქართველოს უახლესს ისტორიაში.
მან პირდაპირი, წერტილოვანი დარტყმებით განაჩენი გამოუტანა საქართველოს შიდა თუ გარეშე მტრებს.
ამიტომაც არიან ასე გამწარებულები უეროვნო, უსამშობლო მანქურთები, რომ ხვდებიან მათი დღეები დათვლილია, მათი დაკვეთა შეუსრულებელი.
მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობა ექნება და რაც სასშუალებას მისცემს მას საქართველოს ბუნებრივი გზით განვითარების.
ჩვენი ბუნება ,ზნე ხასიათი არის ქართული, კავკასიეური, დაფუძნებული ქართულ მენტალიტეტზე, მართლმადიდებლურ რწმენაზე, კულტურასა და ტრადიციებზე , რომლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის – თავმოყვარეობა!
ყველა გასაჭირს, განსაცდელს გაუძლებს ქართველი კაცი, ოღონდ თავმოყვარეობა არ შეულახო, არ დაამცირო, არ დაამონო. იცოდა ეს ზოგიერთმა ჭკვიანმა დამპყრობელმა და ამიტომაც ხშირად, ქართველი კაცის თავმოყვარეობას არ ეხებოდა.
სამწუხაროდ, ეს მოცემულობა ვერ შეიგნეს საქართველოს დაუნდობემლმა მტრებმა , გარე ძალების მიერ ხელისუფლების გადატრიალების , ე.წ. „ ვარდების რევოლუციის „ გზით მოყვანილმა ნეოფაშისტებმა „ნაციონალურმა მოძრაობის “ სახით და მათმა სატელიტებმა.
დღესაც, ისინი ძველი ხერხებით მეთოდებით , მუქარით, შანტაჟით, პოპულიზმით, „ ქართველი ხალხის “ სახელით აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს, ქართველ ხალხთან ყველაფერ ქართულთან,რწმენასთან, კულტურასთან, ტრადიციებთან .
ეროვნულ შეკრებაზე დამსწრე მათთვის პოლიტიკურად განსახვავბეული აზროვნების ადამიანებს უწოდებენ- „რუსეთის მონებს“, „მოსყიდულებს“, „აგენტებს“, „სუნიან“ ,“ სოფლიდან ჩამოყრილ მათხოვრებს“ …
გარე ძალების მხარდაჭერით გათავხედებულები დაუფარავად ცდილობენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, აცხადებენ., რომ „ ხელისუფლების დღეები დათვლილია, წამზომი ჩართულია“ და ა.შ.
არადა, ძალიან ღიად და დაუფარავად, გასგებ ენაზე გითხრათ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დღეს აღარაა შევარდნაძის ეპოაქა, საქართველოს არ მართვას იანუკოვიჩი, რომელმაც განსაცდელში მიატოვა საკუთარი ერი და საჯიჯგნად მიუგდო ანგლო-საქსებს.
რომ არა მკურნალი ექიმის დაჟინებული მოთხოვნა, ორჯერ გადატანილი ინსულტის , ინფარქტის, მიუხედავად მზად ვიყავი შევრთებოდი საერთო სახალხო აქციას.
რადაგან, თვქენთვის ღმერთი – ამერიკული დოლარებია, რის დაცვასაც ასე თავგადაკლულად ეწირებით, და ქვეყნის უანგარო სიყვარული თქვენთვის ფანტასტიკის სფეროა, თქვენგან განსახვავებით არანაირი ფულადი დაინტერესება, საჯარო სამსახური, თანამდებობა , ამერიკული მრავლაათასიანი გრანტები არ გამაჩნია და არაფერი არ “მავალდებულებს” მიყვარდეს ქვეყანა, ვიდგე სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანების გვერდით, პატივს ვცემდე ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს,რომლის ბრძნული პოლიტიკის გარეშე მთელი საქართველო დღეს ბახმუტი, თუ დასავლეთის ბინძურ ინტერესებს შეწირული უკრაინის რომელიმე გაპარტახებული ქალაქი იქნებოდა!
არ არსებს ქვეყანაზე ფული, სიმდიდრე, რომელიც სამშობლო სიყვარულს აღემატება, იმაზე დიდი ნათელი მაგალითი ჩემთის სწორედ, რომ თქვენთვის, როგორც სატანებს ნაკურთხი წლის, საქართველოს მოსიყვარულე ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხსენება და თავგანწირვაა.
და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ- არ არსებობს ძალა, რომელიც მოერევეა იმ ბუნებრივ სიყვარულს, იმ ერთობას, რაც თქვენ ასე გაფრთხობთ და გაშფოთებთ!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია