14 ოქტომბერი 2024

რატომ გვიწევს შეგუება ანგლო-საქსების მიერ თავსმოხვეულ ნაგავთან?!

“ორგანიზაციებს, რომლებსაც მსოფლიოში უმთავრესად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყნებში ურჩი, მათთვის მიუღებელი რეჟიმების დასამხობად, სახელმწიფო გადატრიალებების და ფერადოვანი რევოლუციების მოსაწყობად იყენებს – არასამთავრობო ორგზანიზაციები ჰქვია.
მათი ორგანიზებულია მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მსოფლიოს მასშტაბით მოწყობილი თითქმის ყველა სახელმწიფო გადატრიალება. ეს ორგზანიაციები, ჯერ კდიევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში შექმნილი იქმნენ და ფინანსდებოდნენ უშუალოდ საბჭოთა კავშირის წიანაღმდეგ.
ასევე, ყველასთვის ნათელია, რომ საქართეველოში მოქმედი, როგორც მას „ კრიტიკული “ მედია უწოდებს „გავლენიანი არასამთავრობო ორგზანიზაციები“ უცხოეთიდან ფინანსდება და რომ ისინი უცხო სახელმწიფოთა ინტერსების სასარგებლოდ საქმიანობენ, ავითარებენ მათთვის სასურველ დღის წესრიგს, წევენ მათთვის მისაღებ , ხშირად ქვეყნისთვის საზიანო, პოპულარიზაციას უკეთებენ ქვეყნისთვის უცხო, ხშირად არ არებულ თემებს.
სწორედ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის რეალურად დღეს საქართველოში დასავლეთის „რბილი ძალის“ არსებითი კომპონენტი.
მათ კლასიკური გაგებით არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობასთან შეხება არ აქვთ.ისინი პირდაპირ იარაღია აშშ- დასავლეთის ხელში არსებული რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ისეთი წარმოდგენა გააჩნიათ მათ საკუთარ არსსა და საქმიანობაზე, თითქოს მათ გარეშე სახელმწიფო არ იარსებებს ან და სახარებისეული ინსტიტუტია.
ფაქტია, თუ, ვინმეს ქვეყნისთვის სიეკთის მოტანა უნდა საქართველოსთვის, არსებობს ასეულობით პარტია და არავინ კრძალავს მათ პარტიულ საქმიანობს.
როგორ ფიქრობთ, ასაკრძალია თუ არა ზოგადად არასამთავრობო ორგზანიზაციების საქმიანობა ქვეყანაში?

წესით, კი, მაგრამ ასეთი თამამი გადაწყვეტილება ქვეყანას პირდაპირ მსოფიოში გარიყულ ქვეყანათა რიგში გადაისვრის, ამიტომაც გვიწევს შეგუება ანგლო-საქსების მიერ თავსმოხვეულ ნაგავთან.”

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია