ხაზარაძე: ლაზარე გმირია, ველი მის შეწყალებას
ველი შეწყალებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რითაც მარტის აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ განაჩენს ეხმაურება.
- “ამ პატრიოტი ახალგაზრდის სახით, დღეს ქართული დემოკრატია გასამართლდა და ღირსების მედალზე წარდგენის ნაცვლად – პატიმრობა მიესაჯა. ლაზარე სამოქალაქო გმირობის მაგალითია. მაგრამ, ჩვენ, მალე ამ რუსულ პატიმრობას შევცლით. მე მივიღე გადაწყვეტილება თავისუფლების შემდეგ ლაზარეს ბინა ვაჩუქო, “- წერს მამუკა ხაზარაძე.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.