6 დეკემბერი 2024

დანიგანი: ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის

აშშ-ს მეფისცნაცვალმა კლანჭები გამოჩინა. როგორც აშშ-ს ელჩმა საქართველოში აღნიშნა, მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც საჯაროდ, ისე პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული შეშფოთება გამოხატა.

მისი თქმით ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის.

აშშ-ს მეფისნაცვალმა ქართველ ხალხს ამერიკის მთავრობის მიერ 30 წლის მანძილზე გაკეთებული ყველა სიკეთე დაამადლა და პუნქტობრივად ჩამოუთვალა.

  • ” ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უნარზე, რომ ქართველ ხალხს ყოველდღიურად დაეხმარონ, უარყოფითად იმოქმედებს.
  • უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას მხოლოდ აშშ არ გამოხატავს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება ევროკავშირმა, ნატო-მ, ევროპულმა საბჭომ, გაერო-მ, ევროპარლამენტმა და ევროპის უამრავმა ცალკეულმა ქვეყანამ გამოთქვა. მათ შეშფოთება გამოთქვეს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანები გზაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
  • ჩვენი დახმარებით საავადმყოფოები და სკოლები აშენდა.
  • ჩვენ ექიმები, მასწავლებლები და გადაუდებელი დახმარების მუშაკები მოვამზადეთ.
  • ჩვენი დახმარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები აშენდა, რათა შშმ პირებს დავეხმაროთ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ და მათ ოჯახებს დავეხმაროთ.
  • ჩვენი დახმარებით მცირე ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს სესხები მიეცათ.
  • ჩვენ ახალგაზრდებს პროფესიული განათლება მივაწოდეთ, გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც ინგლისურის უფასოდ სწავლაა შესაძლებელი.
  • ჩვენ ათასობით ქართველს აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა მივეცით. ეს არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ქვეყნებს განვითარებაში, ეკონომიკურად გაძლიერებასა და თავდაცვაში ეხმარებიან.
  • მე ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მა საქართველოს გაუწია, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს.

ამიტომ, თქვენ საკუთარ თავს უნდა კითხოთ, როცა თქვენ კანონპროექტი გაქვთ, რომლის შესახებაც თქვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ თქვენი ოკუპანტი მას მიესალმა, თქვენ უნდა იკითხოთ, არის თუ არა ეს კარგი თქვენი ქვეყნისთვის.

კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის.

აშშ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას, მიესალმება.

ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით და ინტერესებით ლობირებისთვის თანხას იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ.

ძალიან განსხვავებული კანონია. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან საუბარში, რითაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.