საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" გოჩა ნაჭყებია:  გ(ნაც)ხარიავ, შენივე კანონ-პროექტით  ოკუპანტი ქვეყნის გავლენის N1 აგენტი შენ რომ იქნები,თუ გესმის ამდენი? – თბილისი 24
8 მაისი 2024

გოჩა ნაჭყებია:  გ(ნაც)ხარიავ, შენივე კანონ-პროექტით  ოკუპანტი ქვეყნის გავლენის N1 აგენტი შენ რომ იქნები,თუ გესმის ამდენი?

პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც უცხო ქვეყნის აგენტები კი არა, ორმაგი და სამმაგი აგენტურა მოსულა. ამის ცოცხალი მაგალითი “ვივამედის” ლუქს.პალატის პოლიტიკოს-პაციენტ-მსჯავრდებულია.

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში სრულიად უცნობი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – გიორგი ზაურის ძე გახარია გამოჩნდა, რომელმაც 2015 წლიდან თავბრუსდამხვევი კარიერი გაიკეთა თუ გაუკეთეს : ჯერ სახალხო დამცველის აპარატში, შემდეგ -შს მინისტრად, ბოლო- ბოლო პრემიერად მოსვეს…

თავდაპირველად მართლა ვფიქრობდი, რომ ამხანაგი გიორგი რუსეთის რომელიმე სპეცსამსახურების კადრი იყო,  საქართველოში სპეციალური მისიით მოვლენილი.

მესმის, დავალების შესრულების მიზნით არც რუსეთის ლანძღვა – გინებაა ” გრეხი” ,  “მომენტ” საჭიროც და აუცილებელიც, მაგრამ,რუსეთში გაზრდილ- დავაჟკაცებული, რუსეთის ძუძუ ნაწოვი , გამდიდრებული პირობითად კაცი, რომ ევროპის მზეს იფიცებს,  მეცენატ ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს , რაღაც დამაჯერებლობის ეფექტ მოკლებულია..

არადა, ზაურიევიჩ,

  • მეგრელი ” კაცი” 1994 წელს , აფხაზეთის დაცემის შემდეგ ოკუპანტ რუსეთში გაიქეცი,
  • რუსეთის მოქალაქე გახდი,( ნუ, იყიდე )
  • რუსული უნივერსიტეტი დაამთავრე, (ბოროტი ენები ამბობენ, ესეც იყიდე)
  • რუსულ კანონებს უკითხავდი რუს სტუდენტებს 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს მორიგი ოკუპაცია მოახდინა,
  • მოსკოვებში სარესტორნო ბიზნესები აიწყე თუ აგიწყეს  6 კომპანიის დამფუძნებელ- დირექტორი იყავი და რამ შეგიცვალა ესე მსოფლმხედველობა ამხანაგო გეორგ ზაურიევიჩ გნაც- ხარიავ?

  სორე სკანი, ართი  ჭიჭე პროტესტიც კი, რუსეთის მიერ საქართველოს დასჯაზე, ოკუპაციაზე , რა გადაგიხადეს ესეთი ამერიკელებმა ყმობისთვის?

  შენს მიერ ბიძინა ივანიშვილის საერთოდ ხსენებაც კი ხომ სასაცილოა, სად შენ და სად ბატონი ბიძინა!

ადამიანს  ლანძღავ, რომლმაც თავი, ოჯახი გაწირა საქართველოში ფაშისტური რეჟიმის დასამარცხებლად და რომლის გარეშეც პირდაპირი მნიშვნელობით დღეს საქართველო , როგორც სახელმწიფო არ იარსებებდა!

შენ რომელი რეჟიმის წინააღმდეგ გიბრძოლია  2015 წლამდე, მზა- მზარეულზე მოგსვეს პირველ კაცად , არ ვიცი, როგორ და რა მანქანებით, მაგრამ ტრაკი და არაკაცი რომ ხარ, ამას ყოველ დღე თავად ამტკიცებ.

შენნაირი მოღალატეები არც რუსეთს უნდა და ამერიკაც მალე  , ჟარგონულად გეტყვი – დაგიკიდებს, უგნური თაგუნა ხარ!

ჰოი, საოცრებავ ,ამხ. გახარიას ინიციატივით,თურმე პარლამენტის ბიუროს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი წარედგინება.

გნაც-ხარიამ უნდა დაიცვას საქართველო „რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან!

შენივე კანონ-პროექტით რომ ოკუპანტი ქვეყნის N 1 გავლენის აგენტი შენ იქნები, თუ გესმის ამდენი?

ცნობისათვის, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” ალტერნატიული პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები, კერძოდ, “გახარია – საქართველოსთვის” დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.