გერმანიაში კანაფი ლეგალიზებულია
ზოგიერთი მიწის და ექიმების კრიტიკის მიუხედავად, ბუნდესრატმა დაამტკიცა კანონპროექტი კანაფის ლეგალიზებისა და დეკრიმინალიზაციის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ 1 აპრილიდან გერმანიაში ლეგალური იქნება პრეპარატის ფლობა და მოყვანა.
კანონპროექტიუკვე დამტკიცებულია საბოლოო ინსტანციაში.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა თქვა, რომ კანაფის ლეგალიზება შავი ბაზრის განდევნას შეუწყობს ხელს. თუმცა, არაერთმა პოლიტიკოსმა და ექიმმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ამან შეიძლება კანაფის მოხმარების ზრდა და ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემის გამწვავება გამოიწვიოს .
საქსონიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ კრეჩმერმა, კერძოდ, განაცხადა, რომ ის არასოდეს დაუჭერს მხარს ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მან თქვა, რომ უნახავს ბევრი ადამიანი, რომელიც მძიმედ დაავადდა ნარკომანიის გამო და თვლის, რომ კანაფის ლეგალიზება არის პანდორას ყუთი, რომელიც ვერასოდეს დაიხურება.
ბუნდესტაგმა ინიციატივა თებერვალში დაამტკიცა.