8 ოქტომბერი 2024

რუსეთმა ლგბტ მოძრაობა ექსტრემისტულ და ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში) და მისი სტრუქტურული დანაყოფები შეტანილია ტერორისტებისა და ექსტრემისტების როსფინმონიტორინგის სიაში.
ამის შესახებ რია ნოვოსტი დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იუწყება.

სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ რუსეთში ლგბტ მოძრაობის საქმიანობა აიკრძალება და დაიბლოკება მისი დაფინანსება.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა ექსტრემისტულად გამოაცხადა და მისი საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალა.