7 დეკემბერი 2024

თქვენ, მართლა გონებასუსტი და  მეხსიერებამოკლე ხომ არ გგონიათ ქართველი ერი ?  წატით თქვენი შუბა დავხიე!

ვეზირი და დიდვაჭარი ანუ აქა არაკი ორი მაზაკვალის შესახებ

იყო და არა იყო რა, სიბოროტით განთქმულ სააკაშვილზე უკეთესი ვინ იქნებოდა? თუმც, არც თუ ისე მდიდარ, მაგრამ სილამაზით განთქმულ სამეფოში იყო ერთი, ხალხის უბედურებაზე  გამდიდრებული დიდვაჭარი მამუკიე ხაზარაძე, რომელიც ხალხს  უკანსკნელ სარჩო საბადებელს ართმევდა და  საკუთარ ბანკში ფულად აქცევდა.

ამავე სამეფოში  ამავდროულად დიდვეზირად იყო,  ერთი  საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის, ცხვირგძელი და თვალპაჭუნა  ვეზირი  სახელად  გ(ნ)ა(ც)ხარია ,რომელმაც  იუკადრისა ვეზირობა და  მეფობა განიზრახა!

  ..და იდგა ქორონიკონიდან  XIV მოქცევის  175 -ე  (2019  წელი)და   მისწერა  უამრავ თითისანაბეჭდებიანი  წერილი ვიზირმა გახარიამ ქორვაჭარ – ხაზარაძეს, რომ  „მოსულიყო გონს“ , წინააღმდეგ შემთხვევაში შეჭმით დაემუქრა.

  აქვე უმალ  გაიშიფრა ვეზირი გახარია  და ქორვაჭარი , მათი რეალური ზრახვების შესახებ , საით გადაჰქონდათ ისრები.

  • “თუკი გიორგი გახარიას ანაბეჭდები აღმოჩნდება ამ ფურცელზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ის არის მუქარის ავტორი”,  უმალ აკრიხდა   „ უფლებადამცველთა“ კოჰორტა  !

  ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ საინტერესოა, დღეს,(ჟ) ოპოზიციურ ე.წ. კრიტიკულ მედიას აღარ აინეტერებს  მაზაკვალის ბოტოტა თითების ანაბეჭდების ამბავი?

  • აღარ ემუქრებოდა ექს -პრემიერი გახარია N 1 ბიზნესმენს, თაღლითობაში მსჯავრდებულ  მამუკა ხაზარაძეს?
  •  რა იყო ეს, წინასწარ შეთანმხებული, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სადისკრედიტაციოდ  შეთითხნილი  დადგმული სპექტაკლი  თუ რეალური მუქარა ?
  • შეგარიგათ და დაგაძმაკაცათ  ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჟინმა , ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი ზიზღმა ბიჭებო?

თქვენ, მართლა გონებასუსტი და  მეხსიერებამოკლე ხომ არ გგონიათ ქართველი ერი ?  წატით თქვენი შუბა დავხიე!

გოჩა ნაჭყებია

https://www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/30227797.html?type=video