NATO : ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, ალიანსის ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის.
- „მტერი წყვეტს, როდის და სად თავს დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს.
- ახლა ჩვენ გვყავს რვა ასეთი ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს ბრიგადაში. შესაბამისი ქვეყნები მუდმივად მუშაობენ ამ მექანიზმზე. თუ მეტი იქნება საჭირო, მაშინ განვიხილავთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისია.
- გულუბრყვილობა იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ფოკუსირება, რადგან რუსები არა მხოლოდ იქ არიან. ისინი ყველგან არიან. ამიტომაც ნატო მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში პასუხობს.
- ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღის წარმოების უნარი, მაგრამ მისი ხარისხი მუდმივად იკლებს ომის დაწყებიდან. მათ აქვთ გარკვეული გეგმები, მაგრამ ომში არიან, ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ. მათთვის ეს ადვილი არ იქნება“, – განაცხადა რობ ბაუერმა.