16 მარტი 2025

დაუშვილი: გახარიას დროს ადეიშვილი ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა!

არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი რომ უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, ეს სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა , გახარიას პრემიერობის დროს ადეიშვილი ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა. გახარიას რისი გაკეთებაც შეეძლო, აკეთებდა. რატომ არ გადმოეცა? სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენს დროს ვერ მოვასწარით,” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი .

ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ გერტ იან კოპმანი, გასულ სამშაბათს, უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. მათივე განცხადებით, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.