წინ გველის კიდევ ბევრი ზიზღი,ბოღმა ქართველი ფაშისტების შთამომავალი რეზიდენტისგან!
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე წინ გვაქვს კიდევ თავგადასავლებით აღსავსე ექვსი თვე, როდესაც ამერიკლების მიერ საქართველოს პრეზიდენტად შემოჩეჩებული რეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი უამრავ სისაძაგლეს ჩაიდენს და ბოლომდე წარმოაჩენს თავის ნამდვილ სახეს.
- ქალი, რომელიც უმნიშვნელო საჯარო გამოსვლითაც კი, შანსს არ უშვებს ხელიდან, როგორმე ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს საქართველო და დააპირისპიროს რუსეთის ფედერაციას.
- ქალი, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის შემდეგ არავინ და არაფერი აინეტერესებს , ქვა- ქვაზე არ დარჩენილა, ოღონდ როგორმე გაამართლოს ბატონების მიერ დაკისრებული მისია, და თუ რა დავალებაა აქვს ესეთი, საღად მოაზროვნე ქართველისთვის ამის ახსნა არ საჭიროებს.
პირდაპირ ვთქვათ: სალომე ზურაბიშვილი ეს არის სულით და ხორცით არაქართველი, წინაპრების საქმით და სულით მოვაჭრე, ყოველი ქართულის მიმართ ზიზღით განმსჭვალული, ქართველთმოძულე ადამიანი!
„ სამშობლოსმოყვარე“ ადამიანი, რომელიც ალბათ, პაირის მიზინით , დედასთან- ზეინაბ კედიასთან ერთად საქართველოში, პირველად 34 წლის ასაკში – 1986 წელს ჩამოვიდა. მაშინ, როდესაც ზურაბიშვილი 1986 წლამდე, საკუთარი, ამერიკული პოლიტიკური კარიერის გათვალისწინებით თავად ლეონიდ ბრეჟნევს და მიხეილ გორბაჩოვსაც კი შეხვდებოდა.
1986 წლამდე, ის უკვე მუშაობდა 1974 წელს რომში- საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობაზე, 1977-1980 წლებში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე, 1980-1984 წლებში -საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომლად, 1984-1988 წლებში -ვაშინგტონში, საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივნად…
დიახ, ეს არის ტიპიური ამერიკული ნომენკლატურა, რომლიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა სსრკ- ამერიკული ცივი ომის ეპოქიდან, როდესაც საბჭოთა ქალაქებზე, მათ შორის თბილისზე დამიზნებული იყო ატომური ბომებები და ეჭვი არ არსებობს ორივე ხელით მიესალმებოდა თუნდაც, მთელი საქართველოს გადაბუგვას.
მის კავშირს მეჯვარეს, ქართველ ისტორიკოსს, მწერალსა და ფილოსოფოს – ჯანრი კაშიასთან და მორალურ მხარეზე არ შევჩერდები, რადგან ჩემი ღრმა რწმენით ის, არც მართლმადიდებელი და არც ქრისტიანია.
- ის არის კონსტიტუციის და კანონების აბუჩად ამგდები, თავის თავზე უდიდესი წარმოდგენის მქონე ქალი, რომელიც თავს არ უტოლებს, არაფრად აგდებს არავის და არაფერს, თითქოს მისი დონის პოლიტიკოსი საქართველოში არ არსებობდეს.
- დიახ, ეს ის სალომეა, რომლისთვისაც პოლიტიკოსის იდეალი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. მჯერა, აქ სალომე გულწრფელია და არ ვფიქრობ , რომ თუნდაც, დღეს უარყოს მსგავსი შეხედულება.
ყოველივე ქართულის მიმართ ზიზღი მის წარსულშია. სალომე გაიზარდა იმ ქართველი ემიგრანტების ოჯახში, რომლებისთვისაც ყველაფერი ქართული, რაც 1921 წლიდან 1991 წლამდე საბჭოთა საქართველოში ხდებოდა ზიზღისმოგვრელი იყო.
სალომეს მამა- ლევან ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე იყო. იმ სათვისტომოს, რომლის წევრებითაც მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტში, ქართველებით დაკომპლექტებული ბატალიონები შეიქმნა და რომლებიც „ქართული ლეგიონის“ სახელწოდებით მოიხსენიებოდა. ლეგიონის შემადგენლობა დაახ: 30. 000 ჯარისკაცს შეადგენდა.
ფაშისტური ლეგიონის შემადგენლობაში მოქმედებდა ბატალიონები მყვირალა ქართული სახელებით , ისეთები როგორებიც იყო: 797-ე ბატალიონი სახელწოდებით : „გიორგი სააკაძე, 798-ე ბატალიონი სახელწოდებით : „ერეკლე II“, 799-ე ბატალიონი სახელწოდებით : „დავით აღმაშენებელი“, 822-ე ბატალიონი სახელწოდებით : „თამარ მეფე“, 823-ე ბატალიონი სახელწოდებით : „შოთა რუსთაველი“, 824-ე ბატალიონი სახელწოდებით : „ილია ჭავჭავაძე“, ასევე დივერსიული რაზმები: „თამარა I და II“, SS-ვაფენგრუპი „საქართველო“. მეთაურები გახლდნენ : შალვა მაღლაკელიძე და ფრიდონ წულუკიძე, პოლკოვნიკი- სოლომონ ზალდასტანიშვილი.
საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს არ სურს დაემსგავსოს მის წინამორბედ ისეთ უბადრუკ არსებას – როგორიც გიორგი მარგველაშვილი იყო, რომელმაც ვეტოს გარდა ვერ (არ) გაბედა ბევრი მავნებლური საქციელით დაემახსოვრებინა თავი საქართველოსთვის. სალომეს სურს თავი გაუტოლოს „პუტინის პირად პატიმარს“ მახორებელ გზირს, რომელის გულიც საქართველოს სიყვარულში „ საპყრობილის ჯურღმულებში იწვის და იტანჯება! “..
ვინძლო, აგისრულოს უფალმა ნატვრა, სალომე!
“ქართული ლეგიონი” ტყუილად არ მიხსენებია. რუსეთის გასაღიზიანებლად არ გამოვრიცხავ ვიხილოთ უკრაინაში ” მოღვაწე” დაქირავებული მკვლელები ახალ ქართველ გმირებად…
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია