გერმანიის საელჩო: ადეიშვილის მიმართ კითხვები არ გვაქვს
მაშინ, როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიწებზე ათასობით საქართველოდან დევნილი მოქალაქე პირდაპირ ხელს ადებს საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩანდენაში, გერმანიის ხელისუფლებას მის მიამრთ არანაირი კითხვები არ აქვს . მათი თქმით გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.
- ” ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი.
- გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.
- ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას.
- ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია, “- ამის შესახებ გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.